მესი, მასკერანო და იგუაინი არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელებს: ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის არ გამოიძახებენ.

ორივე ფეხბურთელი ნაკრების გაფართოებულ სიაშია, მაგრამ 7 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ალეჰანდრო საბელია მათ არ გამოიძახებს.

მესი და მასკერანო "ბარსელონაში" დარჩებიან და კლუბის სამედიცინო შტაბთან ერთად რეაბილიტაციის კურსის გავლას გააგრძელებენ.

გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება "ნაპოლის" ფორვარდი გონსალო იგუაინი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა, რომელმაც უკვე გაინაღდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზური, 12 ოქტომბერს პერუს ნაკრებს შეხვდება, ხოლო 16 ოქტომბერს ურუგვაის ეროვნულ გუნდს
დაუპირისპირდება.

მომზადებულია afa.org.ar-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული