მუნდიალი 2014. სამხრეთი ამერიკა. ბოლო ტურის წინ: გამოცხადებული ფრის ქრონიკა

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკის ზონაში თითქმის ყველაფერი გარკვეულია. მესამე და მეოთხე ადგილებზე მყოფი ჩილე და ეკვადორი ერთმანეთს ეთამაშებიან და მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ორივე გუნდი მუნდიალის საგზურს მიიღებს.

თუ მოხდა სასწაული და ერთ-ერთმა ნაკრებმა (უფრო ჩილემ) 3 ქულა აიღო, მაშინ ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის შანსს ურუგვაი მიიღებს, რომელმაც სამხრეთამერიკული ფეხბურთის კლასიკაში არგენტინას რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა მოუგოს.

აქამდე ჩატარებული 179 დერბიდან 82 არგენტინამ მოიგო, 44 ფრედ დასრულდა, 53 შეხვედრაში კი ურუგვაიმ იმარჯვა. მოსალოდნელია, რომ ალეხანდრო საბელია იმ ფეხბურთელებს ათამაშებს, ვისაც წინა ტურში,
პერუსთან თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა. ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს მაურო იკარდი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ შანსი ჯერ კიდევ არსებობს, ურუგვაელები მაინც პლეი ოფზე ფიქრობენ. ეკვადორთან წაგების შემდეგ ამაზე ოსკარ ტაბარესმაც ისაუბრა, არგენტინასთან მატჩის წინ კი ჟურნალისტებს დიეგო ლუგანო შეხვდა:

"მუნდიალზე პირდაპირ მოხვედრის შანსი კი არსებობს, მაგრამ ჩვენ რეალისტები ვართ და იორდანიასთან გასამართ შეხვედრებზე უფრო ვფიქრობთ.

როგორც ჩანს, კვლავ გრძელი გზის გავლა მოგვიწევს, მაგრამ მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა და დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს იმას, პირდაპირ მოვხვდებით თუ პლეი ოფის გავლით".


სავარაუდო შემადგენლობები:
ურუგვაი (4-3-3): მუსლერა - მაქსი პერეირა, ლუგანო, გოდინი, ფუსილე - გარგანო, არევალო რიოსი, კ. როდრიგესი - სუარესი, კავანი, ფორლანი
არგენტინა (3-4-2-1): ანდუხარი - მერკადო, კოლოჩინი, ბასანტა - მაქსი როდრიგესი, ბრანია, სომოსა, ხ. სოსა - ა. ფერნანდესი, ლამელა - იკარდი

მუნდიალი 2014. სამხრეთ ამერიკა. ბოლო ტური
ურუგვაი-არგენტინა 03:30
ჩილე-ეკვადორი 03:30
პარაგვაი-კოლუმბია 03:30
პერუ-ბოლივია 06:15


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 15 9 5 1 33-12 32
2. კოლუმბია 15 8 3 4 25-12 27
3. ეკვადორი 15 7 4 4 19-14 25
4. ჩილე 15 8 1 6 27-24 25
5. ურუგვაი 15 6 4 5 22-23 22
6. ვენესუელა 16 5 5 6 14-20 20
7. პერუ 15 4 2 9 16-25 14
8. პარაგვაი 15 3 3 9 16-29 12
9. ბოლივია 15 2 5 8 16-29 11

ბომბარდირები: 10 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 9 - ფალკაო (კოლუმბია), იგუაინი (არგენტინა); 6 - ფ. კაისედო (ეკვადორი), ტეო გუტიერესი (კოლუმბია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთი ამერიკა. XVII ტური: ყველაფერი გარკვეულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული