ფრანკ რიბერი: კარგი იქნება, თუ პლეი ოფში ხორვატიასა და პორტუგალიას ავცდებით [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის მომავალ მატჩებზე ისაუბრა.

15 ოქტომბერს პორტუგალიის ნაკრებმა ლუქსემბურგს ანგარიშით 3:0 მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საფრანგეთმა ფინეთი (3:0) დაამარცხა და ჯგუფში ასევე მეორე ადგილი დაიკავა.

"პლეი ოფში ადვილი არ იქნება. კარგად უნდა მოვემზადოთ და მომავალი ორი მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ, რომ ბრაზილიაში გამგზავრება შევძლოთ. ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია.

განსაკუთრებით არავის აღვნიშნავ, მაგრამ კარგი იქნება, თუ პლეი ოფში ხორვატიასა და პორტუგალიას ავცდებით. მით უმეტეს, რომ პორტუგალიას კრიშტიანო რონალდო
ჰყავს",
- თქვა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი და უკრაინა განთესილები იქნებიან, ხოლო საფრანგეთი, ისლანდია, რუმინეთი და შვედეთი კენჭისყრის დროს მეორე კალათაში მოხვდებიან.

ერთი კალათის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, მატჩები კი 15 და 19 ნოემბერს გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მომზადებულია TF1-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული