მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. სტატისტიკა: დარჩა 11 ბილეთი

AutoSharing Option
მუნდიალი, რომელიც მომავალ ზაფხულს ბრაზილიაში დაიწყება, რიგით მეოცეა.

სამშაბათს კიდევ ერთი ფაზა დასრულდა - ევროპამ შესარჩევი ციკლის I ეტაპი, ჯგუფები მოილია და 9 საგზურის მფლობელიც (5-ს სამშაბათს 4 დაემატა) ოფიციალურად გამოცხადდა, ჯგუფური ბატალიები დასრულდა ამერიკის კონტინენტზეც. ამიერიდან ყველგან პლეი ოფების დროა...

21 საგზურის ქრონიკა
2014 წლის მუნდიალის საგზურების 65% გაცემულია, 21 საგზურის ქრონიკა კი ასე გამოიყურება: 4 ივნისს მასპინძელ ბრაზილიას იაპონია შეუამხანაგდა, შემდეგ სხვა აზიური ნაკრებები - 18 ივნისს საგზურებს ავსტრალია (აზიის ზონაშია), ირანი და სამხრეთი კორეა დაეუფლნენ.

ამის მერე,
10 სექტემბრამდე პაუზა იყო, ათში კი მუნდიალზე თამაშის უფლება კიდევ 5-მა გუნდმა მოიპოვა: ჰოლანდიამ, იტალიამ, აშშ-მ, კოსტა რიკამ და არგენტინამ. 11 ოქტომბერს საგზური გერმანიის, შვეიცარიის, ბელგიისა და კოლუმბიის ნაკრებებმა მოიპოვეს.

15 ოქტომბერს ევროპაში დასრულდა შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი და კიდევ 4 მონაწილე გაირკვა: ბოსნია და ჰერცეგოვინა, რუსეთი, ესპანეთი და ინგლისი. ოდნავ მოგვიანებით, ბრაზილიაში თამაში გაინაღდეს ჩილემ, ეკვადორმა და ჰონდურასმა.

* 20 მუნდიალიდან 20-ივეში მონაწილეობას მხოლოდ ბრაზილიის ნაკრები მიიღებს. შემდეგ მოდიან იტალია და გერმანია, რომელთათვისაც ბრაზილიური ბატალიები მე-18 იქნება. მე-16-ედ მიიღებს პლანეტის ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობას არგენტინის ნაკრები.

ყველას არ ჩამოვთვლით. ვიტყვით, რომ ეკვადორისა და ჰონდურასისთვის ეს მუნდიალი მესამე იქნება, ხოლო ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთვის სადებიუტო.

* ყველაზე დიდი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრები ბრუნდება - უკანასკნელად ამ სამხრეთამერიკულმა ქვეყანამ 1998 წელს ითამაშა მუნდიალზე - ამიტომაც ასე მძაფრად აღნიშნეს საგზურის მოპოვება ქვეყანაში, რასაც სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყვა.

* მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მონაწილეთაგან 6 ნაკრებს აქვს მოპოვებული: ბრაზილიას (5-ჯერ), იტალიას (4-ჯერ), გერმანიას (3-ჯერ), არგენტინას (2-ჯერ), ესპანეთსა და ინგლისს თითოჯერ.

* მუნდიალზე ჯგუფურ ეტაპს არასოდეს გასცილებიან ირანის და ჰონდურასის ნაკრებები.

* მუნდიალის მონაწილეთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ესპანეთის ნაკრებს - ის ფიფა/კოკა-კოლას სიაში პირველია. მოწინავე ხუთეულის ყველა წევრმა უკვე მოიპოვა საგზური. ათეულს აკლია ურუგვაი (მე-7) და ხორვატია (მე-10). ორივე ეს ნაკრები პლეი ოფში ითამაშებს.

* ყველაზე მაღალი რეიტინგის ნაკრები, რომელიც მუნდიალის მიღმა უკვე დარჩა, არის დანია - 23-ე ადგილი. დანიელებმა ევროპის ზონაში უცუდესი მე-2 ადგილი დაიკავეს.

* მონაწილეთაგან ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს სამხრეთ კორეის ნაკრებს - 58-ე.

11 დარჩენილი საგზური
ევროპას 13 საგზური ეკუთვნოდა. აქედან 9 დარიგდა ჯგუფების გამარჯვებულებზე. ახლა ჯერი პლეი ოფზეა - 8 ნაკრები ორრაუნდიან ბრძოლაში 4 საგზურის მფლობელს გაარკვევს. წილისყრა 21 ოქტომბერს გაიმართება, მატჩები 15 და 19 ნოემბერს, მიმოსვლით.

აფრიკის 10 გუნდი უკვე მართავს (I მატჩები იყო) პლეი ოფს 5 საგზურისთვის. კონკაკაფის ზონის მე-4 ადგილზე გასული მექსიკის ნაკრები ახალი ზელანდიის გუნდს ეთამაშება, ხოლო კონმებოლის ზონის მე-5 ადგილზე გასული ურუგვაი - იორდანიას. სულ ეს არის - 20 ნოემბერს ბრაზილიური ფორუმის ყველა მონაწილე გვეცოდინება.

ზოგადი სტატისტიკა
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაიმართა 803 მატჩი, დარჩა 17. სულ გავიდა 2 303 გოლი (აქედან მხოლოდ 3-ია ქართული). საშუალო შედეგიანობა საკმაოდ მაღალია - 3 გოლი შეხვედრაში. სულ დარიგდა 2 810 ყვითელი ბარათი და 94 - წითელი.

* ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს გერმანიამ და ახალმა კალედონიამ - 36-36. კალედონიელებმა, ამის მიუხედავად, დიდი ხანია, დაკარგეს მუნდიალზე თამაშის შანსი. 35 გოლი გაიტანა არგენტინის ნაკრებმა, 34 - ჰოლანდიამ.

* ბომბარდირთა დავაში ლიდერობენ: რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), ლუის სუარესი (ურუგვაი) და დიონ მაკაული (ბელიზი) - 11-11 გოლით. 10-10 გოლი გაიტანეს: ლიონელ მესიმ (არგენტინა), ბლას პერესმა (პანამა), ედინ ჯეკომ (ბოსნია), პიტერ ბიერსმა (ანტიგუა).

ევროპა
* ევროპის ზონაში მატჩების 97% ნათამაშებია - გავიდა 730 გოლი, ითამაშა 1 597-მა ფეხბურთელმა.

* ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს: 36 - გერმანია, 34 - ჰოლანდია, 31 - ინგლისი.

* ყველაზე ცოტა გოლი გაიტანეს: 0 - ანდორა, 1 - სან მარინო, 3 - საქართველო.

* ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს: 3 - ესპანეთი, 4-4 - ინგლისი, უკრაინა, ბელგია, საბერძნეთი.

* ყველაზე მეტი გოლი გაუშვეს: 54 - სან მარინო, 30 - ანდორა, 29 - ფარერის კუნძულები.

* ყველაზე მეტი მატჩი მოიგეს: 9-9 - გერმანია, ჰოლანდია, 8-8 - ბოსნია, ბელგია, საბერძნეთი.

* თამაში არ მოუგიათ: ლიხტენშტაინი, ფარერები, სან მარინო, ანდორა.

* ყველაზე მეტი მატჩი დაასრულეს ფრედ: 6 - აზერბაიჯანი, 5 - ისრაელი.

* ფრე არ უთამაშიათ: ანდორა, სან მარინო, მალტა, სლოვენია.

* ყველაზე მეტი მატჩი წააგეს: 10-10 - სან მარინო და ანდორა, 9-9 - მალტა და ფარერები.

* წაუგებლად დაასრულეს: გერმანია, ჰოლანდია, ინგლისი, იტალია, ბელგია, შვეიცარია, ესპანეთი.

* ბომბარდირები: 11 - რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), 10 - ედინ ჯეკო (ბოსნია), 8-8 - ვედად იბიშევიჩი (ბოსნია), მესუთ იოზილი (გერმანია).

* ასისტენტები: 7-7 თომას მიულერი (გერმანია), ჟოაო მოუტინიო (პორტუგალია), 5-5 - ჯერმაინ ლენსი (ჰოლანდია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), მიქაელ კრონ-დელი (დანია).

* 4 პენალტი გაიტანა დანიელ აგერმა (დანია), 3 - ბალაშ ჯუჯაკმა (უნგრეთი).

* 5-5 ყვითელი ბარათი მიიღეს: დავიდე სიმონჩინიმ (სან მარინო) და ფრანც ბურგმაიერმა (ლიხტენშტაინი).

* 2-ჯერ გააძევეს სვეტოსლავ დიაკოვი (ბულგარეთი) და სავო პავიჩევიჩი (ჩერნოგორია).

* კარში დარტყმები: 21 - ედინ ჯეკო (ბოსნია), 19 - რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), 18-18 ელდერ პოშტიგა (პორტუგალია), თომას მიულერი (გერმანია).

* თამაშგარე: 14 - მაიკლ მიფსუდი (მალტა), 13-13 - ბურაქ ილმაზი (თურქეთი), კრისტიან ბენტეკე (ბელგია), ჯერმაინ ლენსი (ჰოლანდია).

* ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ: 23 - მატია ნასტასიჩი (სერბეთი), 22-22 მიჰაი პანტილიი (რუმინეთი), გიოკჰან ინლერი (შვეიცარია).

* ყველაზე მეტჯერ ეუხეშნენ: 36 - ჰენრიხ მხითარიანს (სომხეთი), 28-28 მარიო ბალოტელის (იტალია) და მიკელე პოლვერინოს (ლიხტენშტაინი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: რუსეთი, ბოსნია, ინგლისი და ესპანეთი მუნდიალზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
დანია კი გავიდა მეორეზე მაგრამ კველაზე დაბალქულიანი მეორე ადგილი ვერ ხვდება პლეიოფში
ალე
15:19 17-10-2013
0
საფრანგეთს და ურუგვაის არ აქვთ მოგებული? დაუკვირდი რას წერ
lasha
13:55 17-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული