დიდიე დეშამი თავს იზღვევს - უკრაინელები ტურისტები არ გეგონოთ
საფრანგეთის ნაკრების თამაში იდეალურისგან ცოტა შორსაა და დიდიე დეშამით ბევრია უკმაყოფილო. თქმაც არ უნდა იმას, რომ თუ "მამლები" პლეი ოფში უკრაინას ვერ აჯობებენ და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ვერ მოიპოვებენ, დეშამს მოხსნიან. ნერვიულობს თავად დიდიეც და თავსაც იზღვევს.

"ვფიქრობ, აშკარა ფავორიტებად ნაადრევად შეგვრაცხეს. უკრაინა ძალიან ცოტას უშვებს. კონოპლიანკა და იარმოლენკო მათი მხრიდან მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ. მეტოქე ძალიან ძლიერია ფლანგებზე. ცხადია, საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერა გვექნება, მაგრამ სტადიონი კიევშიც სავსე იქნება. უკრაინის ნაკრები ტურისტების ჯგუფი არ გეგონოთ" - თქვა დეშამმა.

პირველი მატჩი სწორედ კიევშია 15 ნოემბერს, ხოლო საპასუხო ოთხი დღის შემდეგ - პარიზში. დეშამი ყველას მოუწოდებს, უთანხმოებები, პრეტენზიები და კრიტიკა ცოტა ხნით დაივიწყონ და გუნდის გარშემო კარგი აურა და ატმოსფერო შექმნან.

"მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ფრანგული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ვთვლი, რომ შესაბამისი ატმოსფეროს შექმნის თხოვნა არ უნდა მჭირდებოდეს, მაგრამ საერთო დამოკიდებულებასა და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ იმედს ვიტოვებ, ნეგატიური ფონი არ იქნება.

საფრანგეთის მწვრთნელად იმისთვის მოვედი, რომ კარგი გუნდი გავაკეთო. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვხვდეთ მუნდიალზე და უნდა ავაშენოთ ისეთი ნაკრები, რომელსაც 2016 წლის საშინაო ევროპის ჩემპიონატზე დავეყრდნობით" - განაცხადა "დიდიმ".

ფიფას უარი უკრაინას

სამზადისია საპირისპირო ბანაკშიც. უკრაინელებს ჰქონდათ იმედი, რომ ფიფა მათ ყვითელ ბარათებს ბათილად სცნობდა. სარჩელის მთავარი არგუმენტი ის გახლდათ, რომ ფრანგები უფრო მოკლე ჯგუფში იყვნენ და ნაკლები მატჩის გამართვა მოუხდათ, უკრაინას კი ორით მეტის და გაფრთხილებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყო, ყოველ შემთხვევაში, ალბათობას ზრდიდა.

ფიფამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ერთ შესარჩევ ციკლში ბარათების ორგზის ამნისტია გათვალისწინებული არ არის და ვერ მოხდებაო. შესაბამისად, უკრაინელები მართლაც ვერ არიან სახარბიელო მდგომარეობაში, მათ ერთბაშად 10 ფეხბურთელი ჰყავთ "ყვითელზე": რუსლან როტანი, ნიკოლაი მოროზიუკი, ევგენი სელეზნიოვი, ედმარი, ანატოლი ტიმოშჩუკი, იაროსლავ რაკიცკი, ევგენი კონოპლიანკა, არტიომ ფედეცკი, მარკო დევიჩი და ოლეგ გუსევი.

ამიტომ დიდი შანსია, რომ რამდენიმე მათგანს საპასუხო თამაშის გამოტოვება მოუხდეს და თან, გაფრთხილების მიღების შიშის გამო ფეხბურთელებზე დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი იქნება.

მომავალ დაპირისპირებას გამოეხმაურა უკრაინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ანდრეი შევჩენკოც. ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ირიბად კი მიგვანიშნა - უკრაინას ჩემი თავი აკლიაო. შევა ფრანკ რიბერისაც შეეხო.

"ნაკრებს ახლა საინტერესო პერიოდი უდგას. ძლიერი მხარე ნახევარდაცვაა - კონოპლიანკა და იარმოლენკო ჩინებული ჰავბეკები და ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. მიხაილ ფომენკომ გუნდში მშვენიერი გარემო შექმნა და უკრაინა დღეს სახიფათო ნაკრებია. ერთი, რაც გვაკლია, სტაბილურად გამტანი ცენტრალური თავდამსხმელია. ბევრი კარგი ფორვარდი გვყავს, მაგრამ მათ ცოტა გოლი გააქვთ.

ეს ორმატჩიანი დუელი განსაკუთრებული იქნება რიბერისთვის. თუ მას "ოქროს ბურთის" მოგება სურს, თავი კარგად უნდა წარმოაჩინოს. ვფიქრობ, ძალიან კარგი და დინამიკური მატჩები გველოდება" - გვითხრა შევჩენკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დიდიე დეშამის გადამწყვეტი სია

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანდრეი შევჩენკო დაინიშნა
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
ვიქტორ ხლუსი: ასე ეხმარებოდა "გურია" თბილისის "დინამოს"...
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ანდრეი შევჩენკო გახდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
Football.ua: საქართველო-უკრაინა 1:1 დასრულდება
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
ევრო 2016. C ჯგუფი. უკრაინა-ჩრდ. ირლანდია: უგულო და უგოლო უკრაინა [VIDEO]