იბრაჰიმოვიჩი თუ რონალდო - ვინ უფრო სჭირდება მსოფლიოს ჩემპიონატს? [VIDEO]

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პორტუგალიის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ განაცხადა, რომ ფეხბურთის მოყვარულებს მსოფლიოს მუნდიალზე მისი ხილვა უფრო სურთ, ვიდრე კრიშტიანო რონალდოსი.

ფორვარდის თქმით, მას შეუძლია პუბლიკას საკუთარი ლამაზი გოლებით უფრო მეტი ემოცია აჩუქოს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია-შვედეთის მატჩი 15 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 19 ნოემბერს ჩატარდება.

"ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატს მე უფრო ვჭირდები, ვიდრე კრიშტიანო რონალდო.

მაყურებლისთვის უფრო მეტი ემოციის მიცემა შემიძლია, ხოლო გოლები, რომელთა გატანას მე ვახერხებ, სხვას არავის შეუძლია.

ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარულებს
ბრაზილიაში ჩემი ხილვა უფრო უნდათ.

თუმცა რონალდოს, როგორც ფეხბურთელს, პატივს ვცემ და ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია",
- თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

იბრაჰიმოვიჩის სიტყვების დასტურად, რომ ის მართლაც საოცარ და ულამაზეს გოლებს იტანს, გვინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, სადაც შვედ ფეხბურთელს ტაეკვანდოს ილეთებით გააქვს გოლები. ხოლო ვინ უფრო იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას - ზლატან იბრაჰიმოვიჩი თუ კრიშტიანო რონალდო, ეს თავად გადაწყვიტეთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზლატანი! ზლატანი! ზლატანი!
0
კოლა, ეს ილეთები, რასაც იბრა ბურთთან აკეთებს, ზუსტად ტაეკვონდოსია. ცოტა უკეთ თუ გაერკვევი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, აღმოაჩენ, რომ ტაეკვონდო ყველაზე ნაკლებად იყენებს მოწინააღმდეგის ძალას. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლია შეადარო ჯიუ-ჯიცუს. ასე, რომ დაბოდიალები სწორედ შენ გამოგდის.
Lasha
10:35 15-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული