კრიშტიანო რონალდო: ჩემი მიზანი ნაკრების მუნდიალზე გაყვანა იყო და ეს გავაკეთე

AutoSharing Option
ორი მატჩი შვედებთან, ორი გამარჯვება და ყველაფერი თავის ადგილზეა, - ფიქრობს პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო.

პორტუგალიელებმა შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში პლეი-ოფის ორივე შეხვედრის მოგება (1:0, 3:2). ოთხივე გოლი კი კრიშტიანომ გაიტანა, რის შემდეგაც ის გაუთანაბრდა პედრო პაულეტას ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით (47).

19 ნოემბერს გამართულ საპასუხო მატჩში მასპინძელთაგან დუბლით ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი გამოირჩა, თუმცა რონალდოს ჰეთ-თრიქთან ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.

"უბრალოდ, მე ჩემი სამუშაო შევასრულე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. ანგარიშს არავის ვაბარებ, უბრალოდ, ყოველთვის იმას ვცდილობ, გამარჯვებისთვის ყველაფერი
გავიღო.

ჩვენი გუნდი ცოტა აირია მას შემდეგ, რაც შვედებმა ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი მეორეც გაიტანეს.

ასეთია ფეხბურთი - არასდროს იცი, ვინ მოიგებს, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, უფრო ძლიერები აღმოვჩნდით ორივე თამაშში",
- თქვა შვედებთან საპასუხო მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა.

მადრიდის "რეალის" ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ არასდროს უფიქრია პაულეტას რეკორდის გაუმჯობესებაზე.

"რეკორდი იმისთვის არსებობს, რომ ვიღაცამ ის გააუმჯობესოს. ჩემი თვითმიზანი პაულეტას მიღწევის გამეორება და გაუმჯობესება არასდროს ყოფილა. თუმცა ისიც ვიცი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება.

ჩემი ამოცანა ნაკრების მუნდიალზე გაყვანა იყო და რაც მთავარია, ეს გავაკეთე",
- აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს AS-ი.

ასევე იხილეთ:
შვედეთი-პორტუგალია 2:3 - აქ მხოლოდ მე ვარ! [VIDEO]
პორტუგალია-შვედეთი: რონალდო VS იბრა 1:0 [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული