დიდიე დეშამი: ძალიან ამაყი ვარ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა უკრაინასთან ორრაუნდიან დაპირისპირებაში მოპოვებული მუნდიალის საგზურის შემდეგ კმაყოფილმა ილაპარაკა.

ფრანგებმა, რომლებმაც კიევში გამართულ პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ორი უპასუხო გოლი გაუშვეს, 19 ნოემბერს, საპასუხო მატჩში შეძლეს უკრაინის ნაკრების სასურველი ანგარიშით დამარცხება - 3:0.

"ძალიან ამაყი ვარ...

ვიცოდით, რომ წინ უმძიმესი შეხვედრა გველოდა. ჩვენ არამხოლოდ შეტევა გვმართებდა, ამავდროულად, საკუთარი კარის მშრალად დაცვაზეც უნდა გვეზრუნა. მთელი ეს დღეები განსაკუთრებულად ვემზადებოდით. უმთავრესი ასპექტი კი ფსიქოლოგია იყო.

ჩვენი მოლოდინი გამართლდა, სასურველი ანგარიშით გავიმარჯვეთ და ჯამში, ბრაზილიის საგზურიც მოვიპოვეთ.

მადლობელი
ვარ ჩემი ფეხბურთელების, რომლებმაც შეძლეს სასურველი შედეგის მიღწევა.

მოედანზე ის ფეხბურთელები შევუშვი, რომლებიც მზად იყვნენ, სრულებით დახარჯულიყვნენ. ვფიქრობ, დღეს ყველა მოთამაშე კარგი იყო. გამოვარჩევ სახოს, რომელიც ბრწყინვალე იყო დაცვაშიც და შეტევაშიც - ამ გამარჯვებაში მისი წვლილი უდიდესია.

უკრაინის ნაკრებმა კიევში საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა. ამ გუნდში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია და მიზნის მიღწევა მათ დღესაც შეეძლოთ.

კარგად მესმის მათი - მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან სურდათ",
- აქვეყნებს დეშამის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 6 დეკემბერს, ბრაზილიაში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-უკრაინა 3:0 - ფრანგებს ეს შეუძლიათ [VIDEO]
უკრაინა-საფრანგეთი 2:0 - ფრანგები უფსკრულის პირას [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული