ფრანგებმა, რომლებმაც კიევში გამართულ პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ორი უპასუხო გოლი გაუშვეს, 19 ნოემბერს, საპასუხო მატჩში შეძლეს უკრაინელთა სასურველი ანგარიშით დამარცხება - 3:0.
საფრანგეთის ნაკრების ლიდერის თქმით, სენ-დენიში მისმა გუნდმა შეძლო გამოფხიზლება და სასურველი შედეგის მიღწევა.
"პირველი მატჩის შემდეგ ძალიან ვნერვიულობდით. ამასთან, დიდი ხანი იყო, რაც "სტად დე ფრანსზე" ნათამაშები არ გვქონდა. თუმცა, რაც მთავარია, შევძელით გამოფხიზლება და ამის გამო ძალიან გახარებულნი ვართ.
შესაძლებელი
ახლა შეგვიძლია, კარგ ხასიათზე მყოფები, ბრაზილიაზე ფიქრით დავუბრუნდეთ ჩვენს კლუბებს", - აქვეყნებს რიბერის ნათქვამს L'Equipe-ი.
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-უკრაინა 3:0 - ფრანგებს ეს შეუძლიათ [VIDEO]
უკრაინა-საფრანგეთი 2:0 - ფრანგები უფსკრულის პირას [VIDEO]