12 დაღუპული და 240 დასახიჩრებული: ასე "იზეიმა" ალჟირმა მუნდიალზე გასვლა!

AutoSharing Option
ალჟირის ნაკრებმა აფრიკის პლეი ოფის საპასუხო მატჩში 1:0 მოუგო ბურკინა ფასოს და მეტოქის მოედანზე გატანილი გოლების წყალობით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

ამან ქვეყანაში საყოველთაო ზეიმი გამოიწვია, თუმცა ყველაფერს ცოდნა უნდა, თუნდაც ზეიმსაც; ალჟირელებმა კი საყოველთაო სიხარულის ღამე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ დიდ ტრაგედიად აქციეს - ზოგიერთი მონაცემით, ზეიმს 12 ადამიანი შეეწირა, ხოლო 240 დასახიჩრდა.

როგორც კი თამაში მორჩა, ხალხმა ქუჩებში იხუვლა, დაიწყო გიჟური მოძრაობა ავტომობილებით, სხვადასხვა ქალაქში მოხდა შეტაკებები დაჯგუფებებს შორის; ამ დროს კი ჩრდილოეთ ალჟირში ქარი და ძლიერი წვიმა იყო, რამაც
გაზარდა ავარიების რაოდენობა.

9 ადამიანი ავტოკატასტროფებმა შეიწირა, ფანები ავტოსტრადებზე გასრისეს, 3 ადამიანი კი მოკლულია სხვადასხვა ქალაქში.

ასევე იხილეთ:
აფრიკა. პლეი ოფი: ეგვიპტე შავი ისრებით განიგმირა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული