მუნდიალი 2014-ის მესამე ტრაგედია: სან პაულოში მშენებარე სტადიონი დაინგრა [VIDEO]

AutoSharing Option
2014 წლის მუნდიალი კიდევ ერთხელ დაინავსა - სან პაულოში ტრაგედია დატრიალდა - "არენა კორინთიანსის" მშენებლობისას ამწე ჩამოიშალა, სტადიონი ნაწილობრივ დაანგრია და რაც ყველაზე ცუდია, ადამიანები იმსხვერპლა.

სააგენტოები ჯერ ორი დაღუპული მუშის შესახებ იუწყებოდნენ, შემდეგ კი მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

ინციდენტი სამშაბათს მოხდა (ჩვენი დროით, ოთხშაბათს დილით). არიან დაშავებულებიც, რომელთა რიცხვიც არ დაუზუსტებიათ. კიდევ კარგი, მუშათა დიდი ნაწილი მოშორებით იმყოფებოდა, რადგან ლანჩ-შესვენება ჰქონდათ.

ეს უკვე მესამე ტრაგიკული ინციდენტია: 2012 წლის ივნისში გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონის სიმაღლიდან მუშა გადმოვარდა, 2013 წლის მარტში
ანალოგიური გამეორდა "არენა ამაზონიაზე".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული