უეინ რუნი: მოუთმენლად ველი მუნდიალს და არაფრის მეშინია

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ფორვარდმა უეინ რუნიმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილიყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ცუდი არაფერი მომხდარა. მსოფლიოს ჩემპიონატი ტურნირია, სადაც მონაწილეობას პლანეტის საუკეთესო ნაკრებები მონაწილოებენ.

ამიტომ თუ გინდა უძლიერესის სტატუსისთვის იბრძოლო ყველაზე მძლავრ მეტოქეებთან ჭიდილისთვის მზად უნდა იყო. პირადად მე მოუთმენლად ველი მსოფლიოს ჩემპიოანტს და არაფრის მეშინია",
- თქვა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი დ ჯგუფში იტალიასთან, ურუგვაისთან და კოსტა-რიკასთან მოხვდა.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფები გაირკვა
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წილისყრის საუკეთესო კადრები
[PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული