მარიო ბალოტელი: მჯერა, რომ იტალია ინგლისზე ძლიერია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ფორვარდი მარიო ბალოტელი დარწმუნებულია, რომ მის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის დამარცხება შეუძლია.

ფორვარდის თქმით, ის აპირებს დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ იტალიასთან ერთად D ჯგუფში კოსტა-რიკა, ურუგვაი და ინგლისი მოხვდნენ.

"ადვილია იმის თქმა, რომ საუკეთესო ხარ, მაგრამ რეალურად, კარგმა ფეხბურთელმა ეს საქმით უნდა დაამტკიცოს.

ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი ამის დასამტკიცებლად კარგი შანსია.

დარწმუნებული ვარ, თქვენ ელოდებით, რომ ვიტყვი, იტალია ინგლისს მოუგებს-მეთქი და მერე იტყვით, რომ მოვიტყუე.

ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი, განსაკუთრებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე. ერთი
რამის თქმა შემიძლია, ჩვენი გუნდი ინგლისის ნაკრებზე ძლიერია და ისტორიულად, მსგავს ტურნირებზე ყოველთვის უკეთ გამოვდიოდით",
- თქვა ბალოტელიმ.

მომზადებულია Sky Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული