გერმანული დელეგაციის ბაზა ბაიას შტატში სანაპიროზე იქნება განლაგებული, პორტო სეგუროდან 19 კილომეტრის მოშორებით.
ამ დროისთვის ბაზა მშენებლობის პროცესშია. ბაზის ტერიტორიაზე საწვრთნელი მოედანი, პრეს-ცენტრი და 14 ორსართულიანი სახლი ფეხბურთელებისთვის და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებისთვის და ასევე გერმანელი ჩინოვნიკებისთვის იქნება.
კემპინგის ვარიანტი პირადად გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა აირჩია, რომელიც სხვა შეთავაზებული სასტუმროებით უკმაყოფილო დარჩა.
გერმანიის ნაკრები ბრაზილიაში 7 ივნისს გაემგზავრება.
მომზადებულია AP-ის მიხედვით