ბრაზილიაში ხაზს უსვამენ, რომ დანაყოფს თვით პოლკოვნიკი ალექსანდრ აუგუსტო არაგონი უხელმძღვანელებს.
დანაყოფი, რომელმაც 2014 წლის ზაფხულში გასამართ მუნდიალის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, ვითარებას ქვეყნის 12-ვე ქალაქში გააკონტროლებს, სადაც 12 ივნისიდან 13 ივლისამდე საფეხბურთო მატჩები გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ბრაზილიაში გამართულ კონფედერაციის თასის დროს ქვეყანა არეულობებმა მოიცვა. მაშინ ტურნირის ჩაშლის საფრთხე რეალურად დადგა.