მუნდიალი 2022 ზამთარში!

AutoSharing Option
ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს განცხადებით, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ზამთარში უნდა გაიმართოს. გეტყვით, რომ მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.

ცვლილებების აუცილებლობა მასპინძელი ქვეყნის კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია - ივნის-ივლისში არაბეთის ნახევარკუნძულზე საშუალო ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს, შუადღეზე კი ის 45-საც აჭარბებს. ყველა ხვდება, რომ ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. აი, რა თქვა ფრანგმა ფუნქციონერმა:

"მსოფლიოს ჩემპიონატი ტრადიციულ დროს ვერ ჩატარდება. ვფიქრობ, იდეალური იქნება, თუკი ტურნირი ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე გაიმართება, როცა ყატარში ტემპერატურა ევროპის თბილი პერიოდის ანალოგიური იქნება"
.

აქამდე
ტურნირის ორგანიზატორები სტადიონებზე სპეციალური სისტემების დახმარებით ჰაერის ტემპერატურის კონტროლს სთავაზობდნენ მსოფლიოს, თუმცა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ იდეა ციურიხში უარყვეს. ახლა "ისღა" დარჩა გასარკვევი, როგორ მოხდება ნოემბერ-დეკემბერში მსოფლიოს მასშტაბით ყველა საკლუბო ტურნირის შეწყვეტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული