ამერიკელმა ფოტოგრაფმა მუნდიალი 2014-ს პიკანტური კალენდარი მიუძღვნა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ამერიკელმა ფოტოგრაფმა ტიმ ტადერმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის თემაზე პიკანტური კალენდარი შექმნა. როგორც ამბობენ, აშშ-ში, სადაც ფეხბურთი სპორტის არცთუ მაინცდამაინც პოპულარული სახეობაა, კალენდარს დახლებიდან იტაცებენ.

ამ ფოტოგრაფისთვის სპორტული თემატიკა უცხო არაა და მას უწინ ისეთ ცნობილ ამერიკელ სპორტსმენებთან უმუშავია, როგორებიც არიან მაიკლ ფელპსი (ცურვა) და ტომ ბრედი (ამერიკული ფეხბურთი).

რაც შეეხება ბრაზილიის მუნდიალისადმი მიძღვნილ პროექტს, ტადერმა მოდელები ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მონაწილე 12 ეროვნული ნაკრების ფორმებში გამოაწყო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge


გადაღების პროცესი ვიდეოზეც აღბეჭდეს და ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული