საქართველოს ჩემპიონატში მორაგბეებს შორის მასშტაბური ჩხუბი გაიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 თებერვალს, რუსთავის სარაგბო სტადიონზე ქვემო ქართლის დერბის დროს მორაგბეებს შორის ჩხუბი მოხდა.

დიდი 10-ის მე-12 ტურში ერთმანეთს რუსთავის "ხარები" და მარნეულის "არმაზი" დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრის მიწურულს დაძაბულობა უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და მოთამაშეები ერთმანეთს უკვე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ხელჩართული ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თამაში "ხარების" და "არმაზის" თითო მორაგბეს დაეტოვებინა.

ამის შემდეგ შეხვედრა მალევე დასრულდა, ტაბლოზე კი საბოლოო ანგარიში, 17:22 მარნეულის "არმაზის" სასარგებლოდ დაფიქსირდა.

წყარო და ვიდეო: inforustavi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული