ჩხუბი და 10 გოლი - "ატლეტიკომ" "რეალი" შეარცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
27 ივლისს აშშ-ში მადრიდის "ატლეტიკომ" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში თანაქალაქელი "რეალი" ანგარიშით 7:3 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ დიეგო კოშტამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა და ასევე წითელი ბარათიც დაიმსახურა.

კარვახალსა და კოშტას შორის მოედანზე კონფლიქტი მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად კოშტაც და კარვახალიც მოედნიდან გააძევეს.


სადებიუტო გოლი გაიტანა მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეულმა ჟოაო ფელიქსმა, რომლის ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში სიძვირით მეთხეა.

დანარჩენი ორი გოლი საკუთარ ანგარიშზე ანხელ კორეამ და ვიტოლომ ჩაიწერეს.

"რეალის" მხრიდან გოლები ნაჩო, ბენზემამ და ხავი
ერნანდეს კარერამ გაიტანეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აბა რა ეგონა რეალს, კუბო, რომ მიიყვანეს დათარსა ამ ბიჭმა რეალი.
?????
13:05 28-07-2019
0
ნუ გგონიათ რახან ეს სამარცხვინო შედეგი დაფიქსირდა რომ რეალი ჩამოსაწერია ყველაფერი წინაა და დარწმუნებული ვარ რეალი თავის თამაშით ყველას გაგაჩუმებთ...თან ასენსიოს ტრამვის შემყურე თავს არავინ გაიგიჟებდა ვარანის არ ყოფნაც დაეტყო თუმცა ასეთ წაგებას გამართლება არ აქვს...რაც შეეხება რონალდო რონალდოვო რომ გაიძახით რონალდო ყველაზე მაგარი შემგდებია მაგრამ ბურთი უნდა მიიტანი რომ შეაგდოს რონალდომდე და გუნდმა თუ ხელი არ შეგიწყო და გათამაშა დღევანდელ ფეხბურთში ვერ გაქაჩავ...სადაც ტაქტიკური ჯარიმებია სადაც ამხანაგურ თამაშებშიც ასე ამტვრევენ ერთმანეთს და პერსონალურად მეურვეუბენ ყველაფრის ფასად...
აკაკი
13:40 27-07-2019
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული