"ჯარს" დიდად წაადგა ლეგენდარული "ბორჯღალოსანი" ლევან ცაბაძის ცოდნა და გამოცდილება. "ლეონსიო" პლეი-ოფის შეხვედრებში "არმიის" მწვრთნელი-კონსულტანტის ფუნქციას ასრულებდა. "ყოჩებმა" მატჩის დასაწყისში გაიბრძოლეს და "ექსბორჯღალოსან" თემურ სოხაძის ლელოთი, რომელიც ვეტერანმა მგეზავმა თავად გარდასახა, ერთი ხანობა 7:3 დაწინაურდნენ. კლასისა და უკეთესი ფიზიკური
ყოჩებმა, თავის მხრივ, 4 ლელოს გატანა შეძლეს. სოხაძის კვალად, აკაკი ცინცაძის გუნდში გარემარბი ზაურ ნიკოლაშვილი, მარბიელი იოსებ გუშარაშვილი და ფულბეკი ლევან ხუროშვილი გამოირჩნენ. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონს დიდ 10-ში დასაბრუნებლად გვარიანი ოფლის ღვრა მოუწევს. "არმია" კი მომავალი სეზონისთვის მეოხის ძიებას უკვე შეუდგა. გუნდის პრეზიდენტი ზოდიკო ფარქოსაძე სამწვრთნელო შტაბთან მიმართებაში უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება.
საშინაო მარცხის მიუხედავად (24:35), რეგიონთა შორის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში "ჭიათურამ" სამცხე-ჯავახეთში დიდძალი ქომაგი იახლა. ასპინძის ცენტრალურ სტადიონზე "ტაოსა" და ზემო იმერელთა შეხვედრამ იდეალურ სპორტულ გარემოში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებაც ფრიად კმაყოფილი დარჩა.
მატჩის დიდი ნაწილი უშეღავათო ბრძოლით აღინიშნა. ორივე გუნდი ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული. ზურა ხარშილაძის შეგირდებმა ფავორიტ მასპინძლებს ტოლი არ დაუდეს. ზემოიმერლებს ტრავმების გამო ძირითადის ერთბაშად 5 მოთამაშე აკლდათ. მიუხედავად ამისა, ბურჯი მუხრან ბარათაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ მაჭარაშვილი მასპინძლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. "ტაომ" გადამწყვეტი უპირატესობა სტატიკასა და ხელდახელ თამაშში მოიპოვა. "ტაოს" მარჯვენა ბურჯმა ელგუჯა ხარშილაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, სტუმართა მარცხს კი წერტილი ჩინებული გარღვევის შედეგად გატანილი ლელოთი ფულბეკმა ნიკა ჯანელიძემ დაუსვა. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა 39:5 მოიგეს.
სამცხელები პირველ ლიგაში კლუბის დაარსებიდან პირველად ითამაშებენ. იმერლებს ნუგეშად ზედა ლიგაში ასვლაზე კიდევ ერთი შანსი ექნებათ. "ჭიათურა" პირველი ლიგის მეცხრეადგილოსან დედაქალაქის "ივერიასთან" 2 შეხვედრას ჩაატარებს. პირველი მატჩი ჭიათურაში 2 კვირის შემდეგ გაიმართება.
სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარებას საფუძველი 15 წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "რაგბის მხარდამჭერთა ლიგამ" ჩაუყარა. ლიგა 2002 წელს გამოჩენილმა მორაგბეებმა და მოღვაწეებმა: საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, "ყოჩების" გამგეობის თავმჯდომარე გუგა გეგენავამ, "ტაოს" პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ და საბჭოეთის რაგბის ლეგენდამ, სსრკ-ის 6-გზის ჩემპიონმა თამაზ მგელაძემ დააარსეს. შემდგომში ლიგის თავმჯდომარედ ბიძინა ბერიშვილი აირჩიეს, ლიგის გამგეობის წევრებად კი- სრკ-ის საშეჯიბრო განყოფილების თავკაცი ნიაზ მამრიკიშვილი და "ქართული ხმების" გამოჩენილი სოლისტი გივი ჭიჭინაძე. აღსანიშნავია, რომ იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ჭიჭინაძე, მოუცლელობის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების საქმეს ყურადღებას არ აკლებს.
ლიგამ საშური და ურთულესი მისია იტვირთა: ქვეყნის ზე-სტრატეგიულ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთსა (ახალციხე, ახალქალაქი) და ქვემო ქართლში (მარნეული, ბოლნისი), მკვიდრი ეროვნული უმცირესობების უმრავლესობასთან ინტეგრირების მიზნით ბავშვთა რაგბის განვითარება და მისი შემდგომი პოპულარიზაცია. "რაგბის მხარდამჭერთა ლიგამ" 2003 წელს საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრების პროექტის რეალიზების უფლება მოიპოვა.
აღნიშნული პროექტის თანახმად, ლიგამ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რაგბის მიმართულებით საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა დაიწყო. რაგბი პირველი და დღემდე ერთადერთი სპორტის სახეობაა, რომელიც აღნიშნულ პროექტშია ჩართული. ლიგის თაოსნობით, 2003 წლიდან ახალციხისა და ახალქალაქის ქართულ და სომხურ საჯარო სკოლებში რაგბის გუნდების შექმნა დაიწყო, სადაც მოზარდებს რაგბის ანბანს სკოლის ფიზიკური კულტურის მასწავლებლები და ვოლონტიორები აცნობდნენ. ახალციხესა და ახალქალაქს მალე ასპინძაც შეუერთდა და ხსენებული სამივე რაიონის თითო სომხურ და ქართულ სოფელში რაგბის გუნდები ჩამოყალიბდა.
სწორედ ამ პერიოდში რაგბიში ჩაბმული მოთამაშეები შეადგენენ დღევანდელი "ტაოს" ბირთვს. პარალელურად, ადიგენსა და ახალციხეში ნაყოფიერად ძმები შოთა და მიშა ხარშილაძეები მოღვაწეობდნენ. ძმები ხარშილაძეების აღზრდილი არაერთი მორაგბე ამჟამად "ტაოს" ღირსებას იცავს. შოთა ხარშილაძე მოზარდ მორაგბეებთან მუშაობას დღესაც წარმატებით აგრძელებს. ასპინძაში რაგბის განვითარების საქმეში "ლიგასთან" ერთად წვლილი ვეტერან მორაგბე თემურ ტივაძესაც მიუძღვის.
2013 წლის ზაფხულში, "რაგბის მხარდამჭერთა ლიგისა" და საქველმოქმედო ფონდ "ატუს" ძალისხმევით, შპს "რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი"(ღ-15(რაგბი-15) დაფუძნდა. "ლიგამ" და "ატუმ" ასპინძაში "ქართუ ჯგუფის" მიერ აშენებული კეთილმოწყობილი მულტიფუნქციური პროფილის სარაგბო ბაზა რაგბის განვითარების მომსახურების მიზნით სწორედ ღ-15-ს გადასცეს. ბაზას სასტუმრო, ფიტნესდარბაზი და ჭიდაობის დარბაზიც ახლავს, რაც ადგილობრივ ახალგაზრდობას სპორტში ჩაბმის ფართო არჩევანს აძლევს.
სამცხე-ჯავახეთში ფართოდ გაშლილი სარაგბო მეურნეობის პირველი სერიოზული ნაყოფი 2 წლის წინ სარაგბო კლუბ "ტაოს" შექმნა გახლდათ, რაშიც ლომის წილი "ბორჯღალოსანთა" ექსკაპიტანს, ასპინძის იმჟამინდელ გამგებელ ლევან ცაბაძესა ("ლეონსიო") და რეგიონის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძეს მიუძღვით. "ტაოს" პრეზიდენტ ირაკლი გვენეტაძეს გუნდის გაძღოლაში მთავარი მწვრთნელი, "ბორჯღალოსანთა" ექსდამრიგებელი მალხაზ ჭეიშვილი და მოთამაშე-მწვრთნელი სანდრო ესაკია დიდ დახმარებას უწევენ. პირველი ლიგის დებიუტანტ "ტაოს" ხელმძღვანელობას ურთულესი და ამავდროულად, მეტად საპატიო მიზანი აქვს დასახული. სამცხელები დიდი 10-ის საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ ადგილობრივი, რეგიონში აღზრდილი (როგორც ქართველი, ასევე სომეხი ეროვნების) მოთამაშეებით იბრძოლებენ...
rugby.ge
დიდ 10-ში დასარჩენად, ‘არმიასა’ და ‘ყოჩების 2-რაუნდიანი დაპირისპირების საპასუხო შეხვედრის წინ, მართალია ‘ჯარი’ 39-ქულიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა ნიკო ჭავჭავაძისა და არჩილ ქავთარაშვილის შეგირდები მოედანზე ჩვეული შემართებითა და სრულად მობილიზებულები გავიდნენ. ლაღ, თვალსესირო, უხვქულიან შეხვედრაში ‘არმიამ’ 45:26 იმარჯვა და ელტაშიც ადგილი შეინარჩუნა.
‘ჯარს’ დიდად წაადგა ლეგენდარული ბორჯღალოსანი ლევან ცაბაძის ცოდნა და გამოცდილება. ‘ლეონსიო’ პლეი-ოფის შეხვედრებში ‘არმიას’ მწვრთნელი-კონსულტანტის ფუნქციას ასრულებდა. ‘ყოჩებმა’ მატჩის დასაწყისში გაიბრძოლეს და ექს-ბორჯღალოსან თემურ სოხაძის ლელოთი, რომელიც ვეტერანმა მგეზავმა თავად გარდასახა, ერთი ხანობა 7:3 დაწინაურდნენ. კლასისა და უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე ‘ჯარს’ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა არ გაჭირვებია. გუნდის კაპიტანმა და შუამარბმა გოდერძი ჭინჭარაულმა ‘დუბლი’ შეასრულა, თითო ლელოს გატანა კი ფრთა დიმიტრი კალანდაძემ, მარბიელმა ერეკლე კამლაძემ, მღელეტელმა ნიკო აფციაურმა და მგეზავმა შავლეგ მახარაშვილმა მოახერხეს.
ყოჩებმა, თავის მხრივ 4 ლელოს გატანა შეძლეს. სოხაძის კვალ, აკაკი ცინცაძის გუნდში გარემარბი ზაურ ნიკოლაშვილი, მარბიელი იოსებ გუშარაშვილი და ფულბეკი ლევან ხუროშვილი გამოირჩნენ. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონს დიდ 10-ში დასაბრუნებლად გვარიანი ოფლის ღვრა მოუწევს. ‘არმია’ კი მომავალი სეზონისთვის მეოხის ძიებას უკვე შეუდგა. გუნდის პრეზიდენტი ზოდიკო ფარქოსაძე სამწვრთნელო შტაბთან მიმართებაში უახლოესს მომავალში ჩამოყალიბდება.
საშინაო მარცხის მიუხედავად (24:35), რეგიონთა შორის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ‘ჭიათურამ’ სამცხე-ჯავახეთში დიდძალი ქომაგი იახლა. ასპინძის ცენტრალურ სტადიონზე ‘ტაოსა’ და ზემო იმერელთა შეხვედრამ იდეალურ სპორტულ გარემოში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებაც ფრიად კმაყოფილი დარჩა.
მატჩის დიდი ნაწილი უშეღავათო ბრძოლით აღინიშნა. ორივე გუნდი ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული.ზურა ხარშილაძის შეგირდებმა ფავორიტ მასპინძლებს ტოლი არ დაუდეს, ზემო იმერლებს ტრავმების გამო ძირითადის ერთბაშად 5 მოთამაშე აკლდათ. მიუხადავად ამისა, ბურჯი მუხრან ბარათაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ მაჭარაშვილი მასპინძლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. ‘ტაომ’ გადამწყვეტი უპირატესობა სტატიკასა და ხელდახელ თამაშში მოიპოვა. ‘ტაოს’ მარჯვენა ბურჯმა ელგუჯა ხარშილაძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა, სტუმართა მარცხს კი წერტილი ჩინებული გარღვევის შედეგად გატანილი ლელოთი ფულბეკმა ნიკა ჯანელიძემ დაუსვა. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა 39:5 მოიგეს.
სამცხელები პირველ ლიგაში კლუბის დაარსებიდან პირველად ითამაშებენ. იმერლებს ნუგეშად ზედა ლიგაში ასვლაზე კიდევ ერთი შანსი ექნებათ. ‘ჭიათურა’ პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან დედაქალაქის ‘ივერიასთან’ 2 შეხვედრას ჩაატარებს. პირველი მატჩი ჭიათურაში 2 კვირის შემდეგ გაიმართება.
სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარებას საფუძველი 15 წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ‘რაგბის მხარდამჭერთა ლიგამ’ ჩაუყარა. ლიგა 2002 წელს გამოჩენილმა მორაგბეებმა და მოღვაწეებმა: საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ‘ყოჩების’ გამგეობის თავმჯდომარე გუგა გეგენავამ, ‘ტაოს’ პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ და საბჭოეთის რაგბის ლეგენდამ, სსრკ-ს 6-გზის ჩემპიონმა თამაზ მგელაძემ დაარსეს. შემდგომში ლიგის თავმჯდომარედ ბიძინა ბერიშვილი აირჩიეს. ლიგის გამგეობის წევრებად კი- სრკ-ს საშეჯიბრო განყოფილების თავკაცი ნიაზ მამრიკიშვილი და ‘ქართული ხმების’ გამოჩენილი სოლისტი გივი ჭიჭინაძე. აღსანიშნავია, რომ იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ჭიჭინაძე მოუცლელობის მიუხედავად სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების საქმეს ყურადღებას არ აკლებს.
ლიგამ საშური და ურთულესი მისია იტვირთა: ქვეყნის ზე-სტრატეგიულ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთსა (ახალციხე; ახალქალაქი) და ქვემო ქართლში (მარნეული; ბოლნისი), მკვიდრი ეროვნული უმცირესობების უმრავლესობასთან ინტეგრირების მიზნით ბავშვთა რაგბის განვითარება და მისი შემდგომი პოპულარიზაცია. ‘რაგბის მხარდამჭერთა ლიგამ’ 2003 წელს საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრების პროექტის რეალიზების უფლება მოიპოვა.
აღნიშნული პროექტის თანახმად, ლიგამ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რაგბის მიმართულებით საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა დაიწყო. რაგბი, პირველი და დღემდე ერთადერთი სპორტის სახეობაა, რომელიც აღნიშნულ პროექტშია ჩართული. ლიგის თაოსნობით, 2003 წლიდან ახალციხისა და ახალქალაქის ქართულ და სომხურ საჯარო სკოლებში რაგბის გუნდების შექმნა დაიწყო, სადაც მოზარდებს რაგბის ან-ბანს სკოლის ფიზიკური კულტურის მასწავლებლები და ვოლონტიორები აცნობდნენ. ახალციხესა და ახალქალაქს მალე ასპინძაც შეუერთდა და ხსენებული სამივე რაიონის თითო სომხურ და ქართულ სოფელში რაგბის გუნდები ჩამოყალიბდა.
სწორედ ამ პერიოდში რაგბში ჩაბმული მოთამაშეები შეადგენენ დღევანდელი ‘ტაოს’ ბირთვს. პარალელურად ადიგენსა და ახალციხეში ნაყოფიერად ძმები შოთა და მიშა ხარშილაძეები მოღვაწეობდნენ. ძმები ხარშილაძეების აღზრდილი არაერთი მორაგბე ამჟამად ‘ტაოს’ ღირსებას იცავს. შოთა ხარშილაძე მოზარდ მორგბეებთან მუშაობას დღესაც წარმატებით აგრძელებს. ასპინძაში რაგბის განვითარების საქმეში ‘ლიგასთან’ ერთად წვლილი ვეტერან მორაგბე თემურ ტივაძესაც მიუძღვის.
2013 წლის ზაფხულში ‘რაგბის მხარდამჭერთა ლიგისა’ და საქველმოქმედო ფონდ ‘ატუს’ ძალისხმევით შ.პ.ს. ‘რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი’(R-15(რაგბი-15) დაფუძნდა. ‘ლიგამ’ და ‘ატუმ’, ასპინძაში ქართუ ჯგუფის’ მიერ აშენებული კეთილმოწყობილი მულტიფუნქციური პროფილის სარაგბო ბაზა რაგბის განვითარების მომსახურების მიზნით სწორედ R-15-ს გადასცეს. ბაზას სასტუმრო, ფიტნესდარბაზი და ჭიდაობის დარბაზიც ახლავს, რაც ადგილობრივ ახალგაზრდობას სპორტში ჩაბმის ფართო არჩევანს აძლევს.
სამცხე-ჯავახეთში ფართოდ გაშლილი სარაგბო მეურნეობის პირველი სერიოზული ნაყოფი, 2 წლის წინ სარაგბო კლუბ ‘ტაოს’ შექმნა გახლდათ, რაშიც ლომის წილი ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტანს, ასპინძის იმჟამინდელ გამგებელ ლევან ცაბაძესა(‘ლეონსიო’) და რეგიონის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძეს მიუძღვით. ‘ტაოს’ პრეზიდენტ ირაკლი გვენეტაძეს გუნდის გაძღოლაში მთავარი მწვრთნელი, ‘ბორჯღალოსანთა’ ექს-დამრიგებელი მალხაზ ჭეიშვილი და მოთამაშე-მწვრთნელი სანდრო ესაკია დიდ დახმარებას უწევენ. პირველი ლიგის დებიუტანტ ‘ტაოს’ ხელნმძღვანელობას ურთულესი და ამავდროულად მეტად საპატიო მიზანი აქვს დასახული. სამცხელები დიდი 10-ის საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ ადგილობრივი, რეგიონში აღზრდილი(როგორც ქართველი, ასევე სომეხი ეროვნების) მოთამაშეებით იბრძოლებენ...