დიდი 10: ფინალში გასასვლელად "ხარები" და "არმაზი" იბრძოლებენ

AutoSharing Option
ფოტო rugby.ge

კვირას, 5 მაისს, "რუსთავი არენაზე" დიდი 10-ის წინასწარი ფინალი გაიმართება. გადამწყვეტი მატჩის საგზური ქვემო ქართლის დერბიში გადაწყდება. ერთმანეთს  ადგილობრივი "ხარები" და  მარნეულის "არმაზი" შეხვდებიან.

წინასწარი ფინალი 16 საათზე დაიწყება და ის ორივე გუნდისთვის უნიკალური იქნება. რუსთაველებმა ბოლოს ფინალში  25 წლის წინ ითამაშეს,  ხოლო "არმაზი" ამ დონეზე არასდროს ყოფილა.

უფრო მეტიც, მარნეულელები წელს მედლებს პირველად ჩაიბარებენ, თუმცა ჯერ უცნობია, რა სინჯის იქნება ისინი. აქამდე "არმაზს" საუკეთესო შედეგი 2013 წელს ჰქონდა და მაშინ მეოთხე ადგილი დაიკავა. წელს გუნდმა რეგულარული გათამაშება
მეხუთე ადგილზე (8 მოგება, 1 ფრე და 9 მარცხი) დაასრულა, თუმცა პლეი-ოფის წინა ორი ეტაპი წარმატებით გადალახა.

მარნეულელებმა პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ქუთაისში ითამაშეს და "აიასთან" პირველი ტაიმის მიწურულს 27-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, საბოლოოდ კი 30:26 იმარჯვეს. ორი კვირის წინ მათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს და ყოფილ ჩემპიონ "ლოკომოტივს" ლელო ბოლოსწინა წუთზე დაუდეს, გარდასახვაც გაიტანეს და 21:20 მოგებით ისტორიულ შედეგს მიაღწიეს, რომლის გაუმჯობესებას 5 მაისს ეცდებიან.

Sportall.Ge

"ხარებმა" რეგულარული გათამაშება შესანიშნავად ჩაატარა, 13 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით, 1997 წლის შემდეგ მედლები პირველად გაინაღდეს. რუსთაველებმა ქვეყნის ჩემპიონობა ერთადერთხელ, 1993 წელს მოიპოვეს, მომდევნო წელს ფინალში დამარცხდნენ, 1997 წელს კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს და მას შემდეგ საპრიზო სამეულში პირველად არიან.

Sportall.Ge

"ხარებმა" რეგულარული გათამაშება ოთხი მოგებით დაასრულა, თუმცა შესარჩევ ფინალში ბათუმში მასპინძლებთან უშანსოდ, 10:32 დამარცხდა. ახლა რუსთაველები ფინალის საგზურისთვის "არმაზს" შეერკინებიან და გამარჯვების შემთხვევაში 12 მაისს, ბათუმში კიდევ ერთხელ გაემგზავრებიან.

რეგულარული გათამაშების პირველ წრეში "ხარებმა" "არმაზს" რუსთავში 17:10 მოუგო, მეორე წრეში კი ვაზისუბანში 19:3 დაამარცხა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული