გიორგი ნემსაძე უელსური "ოსპრისიდან" "აიაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
34 ქლის ქართველი მორაგბე გიორგი ნემსაძე კარიერას "აიაში" გააგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ფეისბუქის გვერდით ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ნემსაძე კარიერას ქუთაისის "აიაში" გააგრძელებს. გიორგი ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის დასრულების შემდეგ მშობლიურ კლუბს შეუერთდება".

ნემსაძემ კარიერა "აიაში" დაიწყო, ბოლოს კი უელსის "ოსპრისში" თამაშობდა.

გიორგის ბორჯღალოსნებში 85 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ალბათ იმას ნიშნავს,რომ მსოფლიო თასის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაამთავრებს.არადა ჯერ ძალიან ნაადრევი მგონია.ძალიან ადრე ტოვებენ ნაკრებს ძველი გვარდია.არ მემეტებიან წასასვლელად ბიჭები,ჩვენი გმირები.
სოსო
17:55 04-08-2019
0

სიახლეები პოპულარული