მთავარი თემა იყო ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ქართული რაგბის სამყარო, კერძოდ კი, კლუბები ჩავარდნენ. ლაპარაკია რაგბის კავშირის სერიოზულ (დაახლოებით 5-6 მილიონ ლარზე) ფინანსურ დავალიანებაზე.
პრესკონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ წლების წინ "ქართუ ფონდმა" 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა რაგბიში, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.
წლეულს კი კრიზისი გააღრმავა პანდემიამ, რის გამოც დღემდე ვერ ხერხდება ჩემპიონატის განახლება. ამის გამო
"შექმნილ სიტუაციაში მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა", - ნათქვამია გორგასლიძის განცხადებაში. სწორედ მის გადადგომას მოჰყვა კლუბების წარმომადგენელთა პრესკონფერენციაც. მათ მოითხოვეს, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც კრიზისული სიტუაციის განსახილველად და გამოსავლის მოსაძებნად ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.
წყარო: lelo.ge