საგანგებო ვითარების გამო რაგბის კლუბები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

AutoSharing Option
ქართული სარაგბო კლუბების წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც ორიოდ დღის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა უმძიმესი კრიზისის თაობაზე, პრესკონფერენცია გამართა.

მთავარი თემა იყო ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ქართული რაგბის სამყარო, კერძოდ კი, კლუბები ჩავარდნენ. ლაპარაკია რაგბის კავშირის სერიოზულ (დაახლოებით 5-6 მილიონ ლარზე) ფინანსურ დავალიანებაზე.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ წლების წინ "ქართუ ფონდმა" 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა რაგბიში, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.

წლეულს კი კრიზისი გააღრმავა პანდემიამ, რის გამოც დღემდე ვერ ხერხდება ჩემპიონატის განახლება. ამის გამო
გადადგა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, 14 აგვისტოს კი პოსტი დატოვა პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემაც.

"შექმნილ სიტუაციაში მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა", - ნათქვამია გორგასლიძის განცხადებაში. სწორედ მის გადადგომას მოჰყვა კლუბების წარმომადგენელთა პრესკონფერენციაც. მათ მოითხოვეს, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც კრიზისული სიტუაციის განსახილველად და გამოსავლის მოსაძებნად ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

წყარო: lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხო, ეგ და კიდევ ბიძინა გადაარჩენს რაგბს, თან უთქვიათ, პა ხოდუ აბხაზეთსაც ვაბრუნებთო სექტემბერში!!!))))))))))))))))))))))))))))))))))))
მერიის მოტრფიალე)))
17:59 14-08-2020
12
ოქ მიშას გავსცხე ყანყრატოში და აქ შენს ბიძინას მთელი გულით და სულით!!!
მერიის მოტრფიალე)))
19:20 14-08-2020
0

სიახლეები პოპულარული