დიდი 10-ის 2021/22 წლების ფინალში "ბათუმმა" "ყოჩები" 23:14 დაამარცხა და ტიტული მეოთხედ მოიპოვა. დაძაბულმა შეხვედრამ "დინამო არენაზე" ფინალის დარ, შესანიშნავ ატმოსფეროში ჩაიარა და ზღვისპირელებმა კუთვნილი თასი იქვე ჩაიბარეს, მოგვიანებით კი მშობლიურ ქალაქში საზეიმო ღონისძიება გამართეს.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი, მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი სპორტის დარგში მუხრან ვახტანგაძე, აჭარის რაგბის ფილიალის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე
და სხვა საპატიო სტუმრები.
10 ივლისს ბათუმი პირველად უმასპინძლებს "ბორჯღალოსნების" ტესტ-მატჩს, რომელშიც ახალ სტადიონზე იტალიას, 20 საათზე ვუმასპინძლებთ. რაგბის კავშირისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამ მატჩის საორგანიზაციო საკითხებზეც ისაუბრა.

rugby.ge