"ბორჯღალოსნებს" ნოემბრის ტესტებში მეტოქეები შეუცვალეს?

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივნისის ტესტები დაასრულა. წინ ნოემბრის ტესტებია, რომლებიც, როგორც ჩანს, სულ სხვა მეტოქეებთან მოგვიწევს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

18 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" უელსს ეწვევიან და "პრინსიპალიტის" სტადიონზე დაუპირისპირდებიან. ამ ტესტს არაფერი ემუქრება.

დანარჩენ ორ შეხვედრაში ჩვენი სავარაუდო მეტოქეები ტონგა და ფიჯი იყვნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია რაგბის კავშირის საიტიდან ამოღებულია.

სამაგიეროდ, თუ "ვიკიპედიას" დავუჯერებთ, 11 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის ნაკრები ეწვევა, ხოლო 25 ნოემბერს - კანადა. უკვე მითითებულია სტადიონიც - ვაკის არენა.

ფიჯი მე-10 ადგილზეა რეიტინგში,
ხოლო ტონგა - მე-13-ზე. აშშ მე-17-ეა, ხოლო კანადა - 23-ე. რა თქმა უნდა, ოკეანელთა სტუმრობა უფრო ოპტიმალური იქნებოდა "ბორჯღალოსნების" და გულშემატკივრებისთვისაც.
მკითხველის კომენტარები / 21 /
saqartvelos haerivit hirdeboda 6 eris tamahebi hemdgomi cinsvlistvhs.
me mgoni ar vici heidzleba vcdebi hveni ragbi dgiti dge ukan didis sanaxanbrivi tamahi klebulobs.
. . . . .
27 ივნისი 2017 15:07
0
ფიჯიმ რამდენიმე დღის წინ მოუგო შოტლანდიას, რომელიც ისეთ ფორმაშია 2000იანების დასაწყისის მერე რომ არ ყოფილა. სამოა და ტონგასთან ფიჯის დაყენება არ შეიძლება. გაცილებით მაღლაა. აი იტალია რომ 10დან 9ს მოგივგებს მაგაზე ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. ჩემი აზრით თბილისში 10დან 7ს მოვუგებთ და გასვლაზე 50-50ზე. შემდეგი თაობები კი მოდის კარგი მაგრამე ეხლა ნაგავია
saba-s
27 ივნისი 2017 14:27
0
zura22 ჩამოვრჩებით რეიტინგში, ეგრე იტალიაც ჩამოგვრჩება მარა 10დან 9ჯერ მოგვიგებენ კლასის ხარჯზე. ასერომ, მეგობარო ჩემო, თუ უყურებ ჩვენი ნაკრების თამაშებს უდნა ხედავდე რო ძალიანაც არ გვიჭირს არც იაპონიასთან და არც ფიჯისთან. მოვუგებთ მარტივად, თუ კარგად ვითამაშებთ.
საბა
27 ივნისი 2017 13:42
1
Vato კი უნდა განვითარება კანადას და ამერიკას, მაგრამ მაგათ ხომ ვეთამაშეთ ახლახანს, თან სტუმრად და ორივეს მოუგეთ (სხვათაშორის იქ ჩავაკითხეთ). ისევ მაგათთან თამაში რა საჭიროა არ მესმის. იტალია ჩაგვისვან, რეიტინგში ხომ უსწრებთ, ჩამოვიდნენ ბატონო. ფიჯიც ძალიან საინტერესო იქნება. რა უსამართლობაა!
ლაშა
27 ივნისი 2017 13:22
0
თუ კი რამე საშუალება და ძალისხმევა შეიძლება ჩვენი ფედერაციიდან, უნდა გაკეთდეს, რომ როგორმე პირვანდელი ტესტები შევინარჩუნოთ.
guri
27 ივნისი 2017 12:12
1
საბა რაო ფიჯი და იაპონია ადვილი საკბოლოები არიანო ??DD საკბილოები კი არა მაგათ ჩამოვრჩებით ჯერჯერობით !
zura22
27 ივნისი 2017 11:51
0
ამერიკას და კანადას არ უნდათ განვითარება? თუ ისე მოვიქცეთ როგორც 6 ერის გუნდები და არ ვეთამაშოთ ჩვენზე სუსტებს?
vato
27 ივნისი 2017 10:50
1
სიმართლე გითხრათ, ფიჯიც, სამოაც, ტონგაც, ამერიკაც და კანადაც უკვე ადვილი საკბილოები არიან ჩვენთვის და დიდ ინტერესს და აღტაცებას აღარ იწვევს ხოლმე მაგათთან შეხვედრა. იაპონიასაც ასევე ათიდან 8 თამაშს მოვიგებთ თუ ბოლო თამაშივით ძალით არ წავაგეთ. თუნდაც ეგ შეცვალა მელიტონმა რო ამ მეორე ეშელონში პირველები ვართ.

6 ტესტი რო გვაქ და აქედან ერთია ზედა ეშელონიდა, შეგვახვედრონ 3 პირველი ეშელონის გუნდს და 3 მეორე ეშელონისას. აბა რას მიკეთებს ფედერაცია. კი, დავკარგავთ ქულებსაც და რეიტინგში ადგილსაც მაგრამ მირჩვენია ინგლისთან და ავსტრალიასთან წაგებებით დავკაგოთ, ვიდრე რუმინეთს და ტონგას მოვიგოთ და ისე მოვიპოვოთ ქულები
საბა
27 ივნისი 2017 10:48
0
კახა - "რას მიკეთებს ნიჟარაძე იქ, თუ არაფრის თავი აქვს სახლში (ალბათ დარჩეს) და უკეთესად ვინც მიხედავს ის გაუშვით". უთხარი და არ "გაგიკეთა" კახუჩელა! დარწმუნებული ვარ, თუ პირადად სთხოვ, აუცილებლად "გაგიკეთებს". თუმცა აქვე ისმის კითხვა, ვინ ხარ ასეთი, რომ გაგიკეთოს?
kowia gamsakhrdia
27 ივნისი 2017 09:46
0
სავარაუდო მეტოქეები აგვარიდესო რომ ამბობთ,ამერიკა ან კანადა არ არიან სავარაუდო მეტოქეები?თან წელიწადში ორჯერ თამაში ერთიდაიგივე გუნდებთან რა დათვირტვას ატარებს? სხვა გუნდებთან ძალის მოსინჯვა კარგი იქნებოდა.
zidane
27 ივნისი 2017 09:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული