მერაბ შარიქაძე: კანადასთან მატჩის შემდეგ ბავშვებივით ვცახცახებდით გასახდელში

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ლევან შარიქაძე გადაცემა "სპორტი 360"-ში ამერიკული ტურნეს შესახებ საუბრობს.

"ბუნებრივი კონდიციებიდან გამომდინარე, კანადასთან ასეთი რთული მატჩი მე არ მითამაშია. არ მინდა წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ გასახდელში რომ შევედით, ვკანკალებდით. თითქოს არც ისეთი დაბალი ტემპერატურა იყო, თუმცა ისეთი ქარი იყო და ისეთი სველები ვიყავით, რომ ბავშვებივით ვცახცახებდით გასახდელში.

შეხვედრა რომ ლამის ვერ გვიხაროდა, ისე გვციოდა. მერე კი ამერიკაში წავედით და პირიქით მოხდა ყველაფერი. სიცხისგან მოგება ვერ გვიხაროდა (იღიმის).

ტემპერატურის გამო სწრაფად გადაადგილება რ
თული იყო, ბოჭვის შესრულება რთული იყო. თუ მაყურებელს ხარისხიანი რაგბის ხილვა სურს, ასეთ დროს ალბათ მატჩი უნდა გადაიდოს. ამხელა გზაზე რომ არ ვყოფილიყავით წასულები, შეხვედრა ალბათ გადაიდებოდა", - თქვა შარიქაძემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან არა, მერაბ "ბუკა" შარიქაძე
fraternity
17:56 29-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული