საქართველოს უახლოეს სამ წელიწადში ექვს ერში მიიღებენ?

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში ქართულ რაგბის ყველაზე დიდი მხარდამჭერი უთუოდ ვიცე-პრეზიდენტი აუგუსტინ პიშო ჰყავს. არგენტინელმა კვლავ შეახსენა სარაგბო საზოგადეოებას, რომ საქართველო ექვსი ერის პირველობას იმსახურებს.

პიშომ ბრიტანულ "ტელეგრაფს" ინტერვიუ მისცა, სადაც მან განაცხადა:

"თუ მხოლოდ ფულზე ვფიქრობთ, მაშინ მსოფლიოს თასზე მხოლოდ 10 გუნდი უნდა გამოდიოდეს. მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ამისთვის ხომ არ ვართ? რა თქმა უნდა, არ ვარ გულუბრყვილო და ბიზნესი უნდა გაიზარდოს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რაგბი.

მსურს, რომ ექვსი ერის ორგანიზაციამ გაუხსნას კარი საქართველოს, ხოლო რაგბის ჩემპიონატმა
- იაპონიას", - განაცხადა პიშომ.

პიშო აგრეთვე მომხრეა, რომ ამერიკის თასზე დაემატოს მექსიკის ნაკრები. მართალია, პიშოს არ დაუსახელებია, როდის შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები მისი მანდატის მოქმედების ვადაში უნდა დაიწყოს. პიშო მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი კიდევ სამი წლის ვადაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც ნატოში მიგიღეს ისევე იქნება ექვს ერში მიღება, თქვენც იოცნებეთ ოცნებას კაცი არ მოუკლავს
nini
15:14 15-08-2017
0
მე ფრანგულად წავიკითხე და საქართველო სათაურშივე არის ნახსენები. სტატიაში ყველაფერი ზუსტად წერია.
gogig
16:45 21-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული