უცხოური პუბლიკაცია: "ვოლაბები" თბილისში? რატომაც არა!

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ რაგბიში სერიოზული ცვლილებები მოხდება. თუ აქამდე საქართველოს და სხვა სარაგბო თვალსაზრისით, განვითარებად ქვეყნებს მხარს მხოლოდ ბრიტანული პრესა უჭერდა, ახლა ავსტრალიური მედიაც საგრძნობლად გააქტიურდა.

theroar.com.au-ზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "როგორ ვნებს რაგბის ძველი სამყარო თამაშს". წერილში ავტორი უჭერს მხარს საქართველოს, რათა ის ელიტაში მიიღონ. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"მსოფლიო რაგბის" ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ალმაცერად უყურებს არატრადიციულ სარაგბო ქვეყნებს. საქართველო დიდი ხანია კარზე აკაკუნებს და პირველი დონის გუნდებთან მეტ თამაშს ითხოვს.

არგენტინა ახლა მყარად ჩაჯდა მსოფლიოს რაგბის
კალენდარში, იაპონიაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება, კუნძულელებსაც, როგორც იქნა, მეტი თამაშის საშუალება მიეცათ.

მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება განიხილება მოწინავე სარაგბო ქვეყნების საფრანგეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ინტერესების პრიზმაში.

ბობ დილანი მღეროდა, money doesn't talk, it sweers, ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ინგლისის რაგბის კავშირს. 2016 წლის ბოლოს წარმოიშვა მცირე პოლემიკა, როცა ერთმანეთს შეადარეს ინგლისელი და ფიჯელი მორაგბეების ანაზღაურება. მაშინ, ინგლისის რაგბის კავშირის გაცეცხლებულმა პრეზიდენტმა იან რიჩიმ უვარგისი რეპლიკა წამოისროლა:

"ინგლისი ვალდებული არ არის მსოფლიოს რაგბი დააფინანსოს. ჩვენ საერთოდ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს".

უცნაური, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. მას უნდოდა ეთქვა, რომ მსოფლიოში რაგბი განვითარდება თუ არა, არ ადარდებთ. კიდევ კარგი, რაგბი კრიკეტი არ არის. ღმერთმა ნუ ქნას, რაგბიც კრიკეტის გზით წავიდეს. აბა, როგორ შეიძლებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რიცხვის 10-მდე შემცირება.

როდესაც გრემ ჰენრი 2012 წელს არგენტინაში გაემგზავრა, რათა ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კონსულტანტი გამხდარიყო, ამით მან გამოხატა მზაობა, წვლილი შეეტანა მოსფლიოში რაგბის განვითარების საქმეში. მას არც კი უფიქრია, რომ მის დამოძღვრილ არგენტინელებს შესაძლოა, პრობლემები შეექმნა მისი საყვარელი "ოლ ბლექსისთვის".

ერთი სიტყვით, 2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ პროფესიული რაგბის ერთი, 24-წლიანი ეტაპი მთავრდება. რის შემდეგაც "მსოფლიო რაგბის" შესანიშნავი შანსი ეძლევა, ეგრეთ წოდებულ, "პატარა სარაგბო" ქვეყნებს მიხედოს.

მალე დადგება დრო, ავსტრალიის ნაკრები თბილისში 50 000 მაყრებლის წინაშე რომ ითამაშებს და მეც მათ სიაში ვიქნები" - იმედოვნებს ავტორი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
საიტის დიზაინი არ გივარგათ,ტიტქმის ყველა ამაზე გწერთ და პასუხს არ ცემთ არავის
john
16:39 12-08-2017
0
კარგად ბრძანდებოდეთ, ამ იდიოტური დიზაინის გამო მე სხვა საიტზე გადავედი
დათო
19:01 12-08-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული