უცხოური პუბლიკაცია: "ვოლაბები" თბილისში? რატომაც არა!

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ რაგბიში სერიოზული ცვლილებები მოხდება. თუ აქამდე საქართველოს და სხვა სარაგბო თვალსაზრისით, განვითარებად ქვეყნებს მხარს მხოლოდ ბრიტანული პრესა უჭერდა, ახლა ავსტრალიური მედიაც საგრძნობლად გააქტიურდა.

theroar.com.au-ზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "როგორ ვნებს რაგბის ძველი სამყარო თამაშს". წერილში ავტორი უჭერს მხარს საქართველოს, რათა ის ელიტაში მიიღონ. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"მსოფლიო რაგბის" ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ალმაცერად უყურებს არატრადიციულ სარაგბო ქვეყნებს. საქართველო დიდი ხანია კარზე აკაკუნებს და პირველი დონის გუნდებთან მეტ თამაშს ითხოვს.

არგენტინა ახლა მყარად ჩაჯდა მსოფლიოს რაგბის
კალენდარში, იაპონიაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება, კუნძულელებსაც, როგორც იქნა, მეტი თამაშის საშუალება მიეცათ.

მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება განიხილება მოწინავე სარაგბო ქვეყნების საფრანგეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ინტერესების პრიზმაში.

ბობ დილანი მღეროდა, money doesn't talk, it sweers, ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ინგლისის რაგბის კავშირს. 2016 წლის ბოლოს წარმოიშვა მცირე პოლემიკა, როცა ერთმანეთს შეადარეს ინგლისელი და ფიჯელი მორაგბეების ანაზღაურება. მაშინ, ინგლისის რაგბის კავშირის გაცეცხლებულმა პრეზიდენტმა იან რიჩიმ უვარგისი რეპლიკა წამოისროლა:

"ინგლისი ვალდებული არ არის მსოფლიოს რაგბი დააფინანსოს. ჩვენ საერთოდ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს".

უცნაური, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. მას უნდოდა ეთქვა, რომ მსოფლიოში რაგბი განვითარდება თუ არა, არ ადარდებთ. კიდევ კარგი, რაგბი კრიკეტი არ არის. ღმერთმა ნუ ქნას, რაგბიც კრიკეტის გზით წავიდეს. აბა, როგორ შეიძლებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რიცხვის 10-მდე შემცირება.

როდესაც გრემ ჰენრი 2012 წელს არგენტინაში გაემგზავრა, რათა ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კონსულტანტი გამხდარიყო, ამით მან გამოხატა მზაობა, წვლილი შეეტანა მოსფლიოში რაგბის განვითარების საქმეში. მას არც კი უფიქრია, რომ მის დამოძღვრილ არგენტინელებს შესაძლოა, პრობლემები შეექმნა მისი საყვარელი "ოლ ბლექსისთვის".

ერთი სიტყვით, 2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ პროფესიული რაგბის ერთი, 24-წლიანი ეტაპი მთავრდება. რის შემდეგაც "მსოფლიო რაგბის" შესანიშნავი შანსი ეძლევა, ეგრეთ წოდებულ, "პატარა სარაგბო" ქვეყნებს მიხედოს.

მალე დადგება დრო, ავსტრალიის ნაკრები თბილისში 50 000 მაყრებლის წინაშე რომ ითამაშებს და მეც მათ სიაში ვიქნები" - იმედოვნებს ავტორი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
დიზაინი იმიტომ არ მოსწონთ, რომ წინა დიზაინზე იყვნენ შეჩვეული. ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ფაქტორია.
მამუკა
15 აგვისტო 2017 00:11
1
Money doesn't talk, it sweErs. - არ არის სწორი.
Money doesn't talk, it sweArs. - ეს არის სწორი.
TanoLife
13 აგვისტო 2017 21:04
0
ახალი დიზაინი მე მომწონს, არავის არ მოსწონსო ნუ წერთ, როგორც პროგრამისტს არ მომწონდა ძველი დიზაინი
გიორგი
13 აგვისტო 2017 13:51
5
რა გახდა ამ დიზაინის შეცვლა ასეთი უსაშველო?არავის არ მოსწონს ვერ გაიგეთ?
zas.
13 აგვისტო 2017 13:06
1
Worldsportze ar shevdiodi tqveni saiti momwonda exla worldsports daamsgavset da ukve aq ar shemoval gana imitom ro raxan saiti shecvalet ara imitom ro amden gulshematkivrebis azrss ar itvaliswinebt da arc gvpasuxobt amastan dakavshirebi momled tqven tqvensas uberavt ratqmaunda ar gamoaqveynebt chems komentars
goga
13 აგვისტო 2017 13:05
0
დააბრუნეთ ძველი დიზაინი
vaxo
13 აგვისტო 2017 09:35
1
ის ინგლისური ციტატა რას ნიშნავს?დარწმუნებული ხართ რომ ყველამ იცის ინგლისური?მე ფრანგულს ვსწავლობდი სკოლაში და თან 50 წლის წინ.ისედაც ეს ქართული საიტია და ქართველ მკითხველს პატივი უნდა სცეთ,ქართულ ენაზე აღარაფერს ვამბობ.ახალ გაფორმებაში მხოლოდ ის მომწონს,რომ შეიძლება გამოხმაურება და მოწონება დაწუნება,სხვა მხრივ ძველი გაცილებით უფრო მარჯვე იყო.
სოსო
13 აგვისტო 2017 08:52
0
ავტორს ინგლისურად არასწორად უწერია.. ჯერ წერა ისწავლე მერე იმეტიჩრე..
გრიშო
13 აგვისტო 2017 07:12
0
Daabrunet dzveli dizaini, tu shetsvla gindodat rame uketesi mogepikrebinat
Ragbis Qomagi
13 აგვისტო 2017 02:00
0
daabrunet dzveli dizaini
petro
13 აგვისტო 2017 01:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული