dailumail.co.uk-მა პუბლიკაციას შემდეგი ქვესათაურები დაურთო:
* სტივ ბრაუნს სურს, ევროპელმა ბოსებმა განიხილონ ექვსი ერის გაფართოების საკითხი.
* საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომელიც შეიძლება ტურნირს მეშვიდე ერად დაემატოს.
* საქართველო მსოფლიოს რეიტინგში იტალიაზე წინაა და თბილისში თამაშზე 60 ათას ქომაგს უყრის თავს.
* საქართველოს შეუძლია ოფიციალური განცხადებით მოგვმართოს მას შემდეგ, რაც მომავალ წელს იტალიასთან ტესტმატჩს გამართავს.
"ჩვენ უნდა ვიყოთ
ინგლისის რაგბის კავშირის შეფი საკმაოდ ამბიციური პიროვნებაა. თუ ის, ანუ ინგლისი საქართველოს ექვს ერში ჩართვას მხარს დაუჭერს, ვფიქრობთ, ექვსი ერის სხვა წევრები ვერ შეეწინააღმდეგებიან. იტალია კი, სავარაუდოდ, გაფართოების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იქნება, ოღონდ კი ექვსი ერის დატოვება არ მოუწიოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
6 ერში ჩვენ მალე მიგვიღებენ, თუნდაც იტალიის ძლევის შემთხვევაში. თუმცა, ძალიან კარგია რომ გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისგან წამოსული "სიო" უკვე "ქარად" იქცა. ხოლო იმისათვის რომ "ქარიშხალი" გახდეს და 6 ერის კარი ჩვენთვის შეანგრიოს, ჯერ ნოემბერში თბილისში 2-ვე ტესტი უნდა მოვიგოთ და უელსში ღირსეულად ვიბრძოლოდ, შემდეგ 2018-ში იტალიასთან ვიმარჯვოთ და ბოლოს, გვირგვინი იქნება 2019-ის მსოფლიოზე მინიმუმ 2 თამაშის მოგება (ფიჯისთან მატჩი გადამწყვეტია). ეს ყველაფერი თუ შევძელით, მაშინ 6 ერში შესვლა რეალურია!