ჰეიგი: პირველი ეშელონის გუნდებთან თამაში ნამდვილად შეგვიძლია

AutoSharing Option
2017 წლის ნოემბრის ტესტებამდე 1 თვე რჩება. "ბორჯღალოსნები" სანაკრებო სეზონის ბოლოს, ტრადიციულად, 3 საერთაშორისო მატჩს გამართავენ.

სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები კანადის წინააღმდეგ 11 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ითამაშებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კარდიფისკენ აიღებენ გეზს, სადაც 18 ნოემბერს ჩვენს ნაკრებს 75-ათასიან "ფრინსიფალითი სთედიუმზე" (ყოფილი "მილენიუმი") უელსი უმასპინძლებს. მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

2017 წლის სეზონს "ბორჯღალოსნები" 25 ნოემბერს თბილისში, აშშ-სთან ტესტით დაასრულებენ. შეხვედრა "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება და კანადასთან მატჩის მსგავსად 18:00 საათზე დაიწყება.

ტესტების ტელეტრანსლაცია
კარდიფიდან
უელსი-საქართველოს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს. საშინაო მატჩების ტელერეპორტაჟებთან დაკავშირებით კი სიახლეა - 11 ნოემბერს "დინამოზე" კანადის და 25 ნოემბერს "მესხზე" აშშ-ის წინააღმდეგ "ბორჯღალოსანთა" ტესტ-მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს, მათთვის, ვინც სტადიონზე მისვლას და საქართველოს ნაკრების მხარდაჭერას ტრიბუნებიდან ვერ მოახერხებს, პირველი ქართული სარაგბო არხი, ტელეკომპანია "რაგბი TV" განახორციელებს.

ბილეთები
11 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ბილეთების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაეცნობით, ხოლო ვინც უელსში აპირებს "ბორჯღალოსნების" საქომაგოდ გამგზავრებას, მატჩის ბილეთების შეძენა აქ შეუძლიათ.

მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე პროგრესი სახეზეა - მილტონ ჰეიგი
2017 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებამდე ერთი თვით ადრე "მსოფლიო რაგბი" "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის, ივნისის ამერიკული ტურნესა და უელსი-საქართველოს მომავალ ტესტ-მატჩზე ესაუბრა:

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველო 2017
"ამ ტურნირის ჩატარება და ის, რომ მსოფლიო რაგბიმ ჩვენ მოგვანიჭა ეს პასუხისმგებლობა, ჩვენთვის დიდი პატივი იყო. ბევრისგან, ვისგანაც არც მოველოდი, მსმენია, რომ ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ამან ქვეყანაში რაგბის კიდევ ერთი დიდი ბიძგი მისცა. ჩვენ ამას რაგბიში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის მოყვანით და დაინტერესებით ვუპასუხებთ, რომლებიც ახალგაზრდულ პროგრამებში ჩაერთვებიან და ამ დიდი პირამიდის ნაწილნი გახდებიან... ეს ჩვენთვის ისევ და ისევ დიდი პატივია და ის, რამაც ჩვენს ქვეყანაში რაგბის პროფილი კიდევ უფრო გაზარდა.

ახლა ჩვენთვის განსაკუთრებული დროა, ვინაიდან ახალგაზრდა მორაგბეების სახით საკმაოდ დიდი სიღრმეები გვეძლევა პოზიციებზე, რომლებიც ეროვნული ნაკრებისთვის მწიფდებიან.

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ამ თაობიდან რამდენიმეს პირველ გუნდში ვიხილავთ.

კმაყოფილები ვართ ახალგაზრდული ნაკრებებით, განსაკუთრებით კი, 20-წლამდელებით, რომლებმაც წელს მსოფლიო ჩემპიონატის ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რაგბი საქართველოში მეტად იზრდება და ახალ სიმაღლეებს იკავებს.

ამერიკული ტურნე 2017, კანადა და აშშ
მთელი კვირის განმავლობაში იდეალურ ამინდში ვვარჯიშობდით და ვემზადებოდით - მზე, 25-26 გრადუსი... და უცებ მატჩის დღეს დაგვხვდა ქარი, სიცივე და წვიმა. ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვან და სასარგებლო გამოცდად იქცა, ვინაიდან ყველანი ჩვენი კომფორტის ზონის გარეთ აღმოვჩნდით.

არის რაღაცები, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია და რისიც არა. ცხადია, ამინდს ვერ გააკონტროლებ. ეს ჩვენთვის კარგი მენტალური და ტექნიკური გამოცდა იყო, ვინაიდან უცებ მოგვიწია პირობებისადმი ადაპტირება, რამაც ჩვენი სათამაშო გეგმა შეცვალა.

გეგმის მიხედვით, ბურთის მეტად გამოყენება გვსურდა, თუმცა ამინდის გამო ამას ვერ გავაკეთებდით და მიხარია, რომ მიუხედავად ყელაფრისა, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.

შემდეგ კვირას კი ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა - კვლავ არასასურველი და რთული ამინდის პირობები - 30-გრადუსიანი სიცხე და 80-პროცენტიანი ტენიანობა. ისევ და ისევ, ეს იდეალური გამოცდა იყო ჩვენთვის, ვინაიდან 2019 წლის მსოფლიო თასზე სწორედ ასეთ ტენიანობაში მოგვიწევს თამაში.

ამ პირობებში თამაშზე მიჩვევა და გადაწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და მოდით, ვთქვათ, რომ ალბათ, ოთხი წლის წინ ამ მატჩს წავაგებდით. ამერიკასთან კარგად დავიწყეთ და ეს ანგარიშში ავსახეთ, შემდეგ თითქოს ჩავარდნა გვქონდა, ბოლოსკენ კონცენტრაცია მოვიკრიბეთ და თამაში გამოვასწორეთ. ჩემთვის ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ნამდვილად ვიზრდებით და ვაუმჯობესებთ თამაშს.

არგენტინა - საქართველო
არგენტინა ძალიან კარგი, ძლიერი, ღონიერი და სწრაფი, პირველი დონის გუნდია. თავიდანვე ვიცოდით, რომ ადვილი არაფერი იქნებოდა და რომ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს გამოვცდიდით, რაც რა თქმა უნდა, გვინდოდა და ჩვენს მიზანს წარმოადგენდა.

ამ თამაშიდან ვისწავლეთ, რომ ძლიერ გუნდთან საწყის 20 წუთში სუსტი დისციპლინის გამო მეტოქისთვის ბევრი ჯარიმის მიცემა საკმაოდ რთულ პოზიციაში გვაყენებს. ამ დროს მათ 12 ქულა გააკეთეს.

მეტოქეს ძალიან კარგი სტარტი გამოუვიდა, ხოლო ჩვენ ვცდილობდით მათ დაწევას, რაც ძალიან გაგვიჭირდა. შესვენებაზე არგენტინელები საკმაოდ დიდი სხვაობით იგებდნენ. ჩვენ არაფერი დაგვრჩენოდა, გარდა იმისა, რომ დარჩენილ 40 წუთში ყველაფერი გაგვეკეთებინა, რათა თამაშში დავბრუნებულიყავით, დასაკარგი აღარაფერი გვქონდა. მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ!

არგენტინის ძლიერ ნაკრებს, რომელიც პირველი ეშელონის გუნდია, ოთხი ლელო გავუტანეთ. ყოველივე ამის შემდეგ, ზაფხულის სამმატჩიანი ტურნეს შეფასებისას ხვდები, რომ მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე პროგრესი სახეზეა.

უელსი - საქართველო, ნოემბერი 2017
დიდი პატივია, კარდიფში უელსს ეთამაშო. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება განსაკუთრებული ატმოსფერო და სავსე სტადიონი.

ველით, რომ კარგ თამაშს ვანახებთ და მსოფლიოს ვაჩვენებთ - პირველი ეშელონის გუნდებთან თამაში ნამდვილად შეგვიძლია. ფაქტია, რომ ჩვენი რაგბის ისტორიაში არასდროს მოგვიგია უელსის სიძლიერის გუნდისთვის და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვიქნებით თუ არა მზად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
მილტონ ჰეიგის საქართველოდან გაშვება არცერთ ვარიანტში არ შეიძლება...როცა მწვრთნელობის ვადას ამოწურავს სარაგბო აკადემია უნდა ჩააბარონ და ახალგაზრდების გაზრდაზე იზრუნებს მუხლჩაუხრელად, რაშიც დარწმუნებული ვარ. თავმდაბალი, პატიოსანი, თავისი საქმის პროფესიონალი. ისეთი როგორსაც სხვა გუნდური სახეობის სპორტში გვყავდეს ნეტავ...ისე ზუროსზეც ვერ ვიტყვი აუგს.
emigranti
11 ოქტომბერი 2017 22:10
0
პენსიაზე გასვლას არამგონია აპირებდეს. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აკადემიაში არ დარჩება წავა და მინიმუმ კანადა,ამერიკა,სამოას, ურუგვაის, ნამიბიის მწვრთნელად ან თუნდაც საკლუბ რაგბში გააგრძელებს კარიერს. ნუ ვიქნებით მიამიტები.
რაგბი
17 ოქტომბერი 2017 20:21
0
კახა ბატონო!თქვენ,რომ ბრძანებთ ახალი მწვრთნელი გვჭირდებაო ცდებით ნამდვილად.სწორედ თქვენისთანებმა ბრძანეს ახალი პრეზიდენტი ჭირდება რაგბის კავშირსო და ყველაზე ეფექტური და შედეგიანი მენეჯერი, ავტორიტეტული პიროვნება მთელ რაგბის სამყაროში გია ნიჟარაძე გაურკვეველი ტიპებით ჩაანაცვლეს,რაც მალე უკუშედეგს გამოიღებს მომავალ მსოფლიოზე.თორმეტ საუკეთესოში კი არა შეიძლება ჯგუფის მაჩანჩალად ვიქცეთ.
888
11 ოქტომბერი 2017 17:20
1
გია ნიჟარაძის გადარჩევა არც მე მინდოდა,მაგრამ არა მგონია ასე ცუდად იყოს საქმე. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან.
სოსო
11 ოქტომბერი 2017 21:28
0
მელიტონი, უკვე რამოდენიმე წელია, რაც საქართველოს მოქალაქეა, ისევე როგორც მისი მეუღლე და ორი შვილი.
ქართველი
11 ოქტომბერი 2017 16:21
0
მივცეთ ამ კაცს მოქალაქეობა..... ძალიან მაგარი კაცია მელიტონა
KING
11 ოქტომბერი 2017 14:33
1
ჰეიგი მარტო კარგი მწვრთნელი კი არ არის, კარგი სარეკლამო სახეა ჩვენი რაგბის. კარგი კომუნიკატორია. იმედია დავკერავთ რაგბის ბოსებს, უფრო მეტი მამაპაპური ალკოჰოლი და ეგაა.. :D
ქუთაისელი
11 ოქტომბერი 2017 14:12
0
კარგი ადამიანია რაღაც ეტაპზე დიდი როლი ითამაშა ნაკრების წარმატებისთვის მაგრამ ეხლა უკვე დროა ახალ ეტაპზე გადასვლის ჩემი აზრით ჰეიგს აღარ დარჩა რესურსი მომატების რომ იტყვიან ამოწურა თავი დროა უფრო მაღალ დონეზე ასვლის და ახალი უფრო კვალიფიციური მწვრთნელის მოწვევის ფედერაციამ უნდა მოინდომოს მოძიოს გააცნოს ჩვენი რაგბის ნიუნსები დაუსახოს გეგმა და მერე თუკი აიღებს პასუხმგებლობას გაუფორმოს კონტრაქტი და გეგმა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა მსოფლიოზე გვეყო მხოლოდ მონაწილეობა!
კახა
11 ოქტომბერი 2017 14:04
18
არა ძმა...ცდები.... მელიტონამ კი არ ამოწურა, ჩვენ არ გვყავს ამ ეტაპზე მესამე ხაზის იგროკები საკმარისი რაოდენობით....და რაც მთავარია ხელით თამაშის კულტურა ძველ თაობას ვეღარ ესწავლება...დაგვიანებულია... მაგრამ მოდის ძალიან კაი ახალი თაობა და იმედია ამოივსება ეს ნაპრალი... მერე კი შეიძლება ახალი მწვრთნელის მოყვანაზე ფიქრი....აი მელიტონას საერთოდ გაშვებაზე კი ლაპარაკიც არ უნდა იყოს... აუცილებლად უნდა დარჩეს რაღაც ფორმით ქართულ რაგბში...ჩემი აზრით ახალგაზრდების ხაზით!
მიროსან
13 ოქტომბერი 2017 13:50
0
შენ ალბათ რაგბში არ ხარ კარგად ჩახედული. ეს არაა კალათბურთი და ფეხბურთი, რომ ერთ დღეში იდებოდეს ამხელა პროგრესი. ჯგუფიდან გასვლა თუ სასწაულად არ გაგვიმართლა წარმოუდგენელია, ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი. მილტოლს ჯერ კიდევ შეუძლია ნაკრებისთვის ბევრის გაკეთება. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე მესამე ადგილია მსოფლიოზე და პირველი დონის გუნდებთან ტესტებში მაქსიმუმის დადება, რომ 6 ერი გაგვიხსნან. მილტონზე უკეთესი მწვრთნელი, ამ ფინანსებით და ჩვენი ამბიციებით ერთი მითხარი თუნდაც ვინც იცი რომ აქ ჩამოვა.
gia
11 ოქტომბერი 2017 16:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული