სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები კანადის წინააღმდეგ 11 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ითამაშებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
ამის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კარდიფისკენ აიღებენ გეზს, სადაც 18 ნოემბერს ჩვენს ნაკრებს 75-ათასიან "ფრინსიფალითი სთედიუმზე" (ყოფილი "მილენიუმი") უელსი უმასპინძლებს. მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.
2017 წლის სეზონს "ბორჯღალოსნები" 25 ნოემბერს თბილისში, აშშ-სთან ტესტით დაასრულებენ. შეხვედრა "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება და კანადასთან მატჩის მსგავსად 18:00 საათზე დაიწყება.
ტესტების ტელეტრანსლაცია
კარდიფიდან ბილეთები
11 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ბილეთების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაეცნობით, ხოლო ვინც უელსში აპირებს "ბორჯღალოსნების" საქომაგოდ გამგზავრებას, მატჩის ბილეთების შეძენა აქ შეუძლიათ.მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე პროგრესი სახეზეა - მილტონ ჰეიგი
2017 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებამდე ერთი თვით ადრე "მსოფლიო რაგბი" "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის, ივნისის ამერიკული ტურნესა და უელსი-საქართველოს მომავალ ტესტ-მატჩზე ესაუბრა:20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველო 2017
"ამ ტურნირის ჩატარება და ის, რომ მსოფლიო რაგბიმ ჩვენ მოგვანიჭა ეს პასუხისმგებლობა, ჩვენთვის დიდი პატივი იყო. ბევრისგან, ვისგანაც არც მოველოდი, მსმენია, რომ ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ამან ქვეყანაში რაგბის კიდევ ერთი დიდი ბიძგი მისცა. ჩვენ ამას რაგბიში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის მოყვანით და დაინტერესებით ვუპასუხებთ, რომლებიც ახალგაზრდულ პროგრამებში ჩაერთვებიან და ამ დიდი პირამიდის ნაწილნი გახდებიან... ეს ჩვენთვის ისევ და ისევ დიდი პატივია და ის, რამაც ჩვენს ქვეყანაში რაგბის პროფილი კიდევ უფრო გაზარდა.ახლა ჩვენთვის განსაკუთრებული დროა, ვინაიდან ახალგაზრდა მორაგბეების სახით საკმაოდ დიდი სიღრმეები გვეძლევა პოზიციებზე, რომლებიც ეროვნული ნაკრებისთვის მწიფდებიან.
უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ამ თაობიდან რამდენიმეს პირველ გუნდში ვიხილავთ.
კმაყოფილები ვართ ახალგაზრდული ნაკრებებით, განსაკუთრებით კი, 20-წლამდელებით, რომლებმაც წელს მსოფლიო ჩემპიონატის ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რაგბი საქართველოში მეტად იზრდება და ახალ სიმაღლეებს იკავებს.
ამერიკული ტურნე 2017, კანადა და აშშ
მთელი კვირის განმავლობაში იდეალურ ამინდში ვვარჯიშობდით და ვემზადებოდით - მზე, 25-26 გრადუსი... და უცებ მატჩის დღეს დაგვხვდა ქარი, სიცივე და წვიმა. ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვან და სასარგებლო გამოცდად იქცა, ვინაიდან ყველანი ჩვენი კომფორტის ზონის გარეთ აღმოვჩნდით. არის რაღაცები, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია და რისიც არა. ცხადია, ამინდს ვერ გააკონტროლებ. ეს ჩვენთვის კარგი მენტალური და ტექნიკური გამოცდა იყო, ვინაიდან უცებ მოგვიწია პირობებისადმი ადაპტირება, რამაც ჩვენი სათამაშო გეგმა შეცვალა.
გეგმის მიხედვით, ბურთის მეტად გამოყენება გვსურდა, თუმცა ამინდის გამო ამას ვერ გავაკეთებდით და მიხარია, რომ მიუხედავად ყელაფრისა, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.
შემდეგ კვირას კი ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა - კვლავ არასასურველი და რთული ამინდის პირობები - 30-გრადუსიანი სიცხე და 80-პროცენტიანი ტენიანობა. ისევ და ისევ, ეს იდეალური გამოცდა იყო ჩვენთვის, ვინაიდან 2019 წლის მსოფლიო თასზე სწორედ ასეთ ტენიანობაში მოგვიწევს თამაში.
ამ პირობებში თამაშზე მიჩვევა და გადაწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და მოდით, ვთქვათ, რომ ალბათ, ოთხი წლის წინ ამ მატჩს წავაგებდით. ამერიკასთან კარგად დავიწყეთ და ეს ანგარიშში ავსახეთ, შემდეგ თითქოს ჩავარდნა გვქონდა, ბოლოსკენ კონცენტრაცია მოვიკრიბეთ და თამაში გამოვასწორეთ. ჩემთვის ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ნამდვილად ვიზრდებით და ვაუმჯობესებთ თამაშს.
არგენტინა - საქართველო
არგენტინა ძალიან კარგი, ძლიერი, ღონიერი და სწრაფი, პირველი დონის გუნდია. თავიდანვე ვიცოდით, რომ ადვილი არაფერი იქნებოდა და რომ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს გამოვცდიდით, რაც რა თქმა უნდა, გვინდოდა და ჩვენს მიზანს წარმოადგენდა. ამ თამაშიდან ვისწავლეთ, რომ ძლიერ გუნდთან საწყის 20 წუთში სუსტი დისციპლინის გამო მეტოქისთვის ბევრი ჯარიმის მიცემა საკმაოდ რთულ პოზიციაში გვაყენებს. ამ დროს მათ 12 ქულა გააკეთეს.
მეტოქეს ძალიან კარგი სტარტი გამოუვიდა, ხოლო ჩვენ ვცდილობდით მათ დაწევას, რაც ძალიან გაგვიჭირდა. შესვენებაზე არგენტინელები საკმაოდ დიდი სხვაობით იგებდნენ. ჩვენ არაფერი დაგვრჩენოდა, გარდა იმისა, რომ დარჩენილ 40 წუთში ყველაფერი გაგვეკეთებინა, რათა თამაშში დავბრუნებულიყავით, დასაკარგი აღარაფერი გვქონდა. მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ!
არგენტინის ძლიერ ნაკრებს, რომელიც პირველი ეშელონის გუნდია, ოთხი ლელო გავუტანეთ. ყოველივე ამის შემდეგ, ზაფხულის სამმატჩიანი ტურნეს შეფასებისას ხვდები, რომ მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე პროგრესი სახეზეა.
უელსი - საქართველო, ნოემბერი 2017
დიდი პატივია, კარდიფში უელსს ეთამაშო. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება განსაკუთრებული ატმოსფერო და სავსე სტადიონი. ველით, რომ კარგ თამაშს ვანახებთ და მსოფლიოს ვაჩვენებთ - პირველი ეშელონის გუნდებთან თამაში ნამდვილად შეგვიძლია. ფაქტია, რომ ჩვენი რაგბის ისტორიაში არასდროს მოგვიგია უელსის სიძლიერის გუნდისთვის და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვიქნებით თუ არა მზად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით