ლევან მაისაშვილი: კანადას ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო, მაგრამ ყურადსაღები უპირატესობა აქვს

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კანადასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და გუნდის მზადების საკითხსაც შეეხო.

"შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ. ამაში მონპელიეში გავლილი სამდღიანი შეკრება დაგვეხმარა. ის, რაც უნდა გავაკეთოთ, ბიჭებს იქ გავაცანით და აქ დეტალების დახვეწაზე ვმუშაობთ. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს და გუნდი თამაშს მომზადებული ხვდება.

კანადის ნაკრები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა ზაფხულში მათთან აბსოლუტურად სხვა კონდიციებში მოგვიწია თამაში. ამინდმა ორივე გუნდს დაასვა დაღი და თავისი მაქსიმუმი ვერცერთმა ანახა.

მეტოქეს ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო, მაგრამ ყურადსაღები უპირატესობა
აქვს. მათ გასულ შაბათს "მაორებთან" ითამაშეს და ეს კანადელთა მომზადებაზე აუცილებლად აისახება. ვფიქრობ, მათ მოტივაციაც საკმარისი ექნებათ, თუმცა ეს არაფერს ცვლის და შაბათს გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ.

ივნისის მატჩთან შედარებით, კანადელთა შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია. ცვლილებებია "მაორებთან" თამაშთან შედარებითაც, რამდენიმე მოთამაშე არ მოდის, რამდენიმე ახალი მორაგბე დაიმატეს.

ზაფხულში კანადას აშშ-სთან მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო თამაშები ჰქონდა და მაშინ რამდენიმე ბიჭს დასვენების საშუალება მისცეს, ახლა კი უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. რთული თამაში იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი დასახული ამოცანების შესრულება და გამარჯვებაა", - თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და კანადას შორის მატჩი 11 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი ბიჭები გაიმარჯვებენ,მათი შემართებისა მჯერა.
სოსო
11:00 11-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული