ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩში "დინამო არენაზე" კანადა გაანადგურა 54:22, ჩვენი გუნდის მწვრთნელი მილტონ ჰეიგი შეგირდების გარჯით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა.

მისი თქმით, პირველი სერიის შეხვედრა მუდამ რთულია, ახალგაზრდებმა თავი ჩინებულად წარმოაჩინეს, ადრე რომ ეთქვათ, ასეთ მოწინააღმდეგესთან 54 ქულას აიღებდნენ, დაუჯერებელი იქნებოდა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და თამაშის ანალიზის გაკეთებაა საჭირო.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ უელსთან დაპირისპირებისთვის სათანადოდ მომზადებაა აუცილებელი და ყველაფერია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩი 18 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაგბისტებს დიდი მადლობა მაგარი ბიჭები არიან მივხედოთ რაგბს, ფეხბურთი მოკვდა საქართველოში
chemipita
00:25 16-11-2017
0
ბატონ ჰეიგს უდიდესი მადლობა.რაგბისტებო,სულ წარმატებებიტ გევლოთ.პ.ს.ბატონ ჰეიგს არამარტონ კონტრაკტი ინდა გაუგრძელოთ,არამედ ყველა პირობა უნდა შეუკმნათ,რომ საკართველოში დარჩეს,რამეთუ მსმენია,რომ უთკვამს-საკართველოში სიამოვნებით დავრჩებოდი საცხოვრებლადო
ნინი
11:17 14-11-2017
0

სიახლეები პოპულარული