20:35 18-11-2017
უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]
AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.
ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.
მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს, იხაროს თქვენმა მარჯვენამ
ოღონდ ეს კომენტატორები ... არ ვიცი, რა. ვიცინო თუ ვიტირო.
ამ ობოლაძეს საერთოდ რა უნდა რაგბიში. რა ყველგან ესაა, დუტა სხირტლაძესავით.
მეშინია უთოს ჩართვა, მგონია იქიდანაც ობოლაძეს გავიგონებ.
მოგვცენ მეტი ტესტმატჩები პირველ დონესთან და ასეთი მატჩების ერთი მესამედი უბრალო ალბათობის პრინციპითაც კი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. არსაფერს ვამბობ გამოცდილებაზე, რომელიც დინამიკაში გაზრდის ჩვენს პოტენციალს და არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღე მოელის ჩვენი ამდაგვარი თამაშის შემთხვევაში ექვსი ერის მაჩანჩალა იტალიას გაისად.
მილტონ ჰეიგს და მთელს ნაკრებს უკვე წასულ ღვაწლმოსილ ბიჭებთან ერთად ღირსების ორდენებს ჩამოვურიგებდი!
უფრო ღირსეულ ქართველებს მე არ ვიცნობ!!!