"ჰალამ ამოსმა თავისი ლელოთი მასპინძელთა გუნდი სირცხვილს გადაარჩინა.
ეს იყი თვალსასეირო, თვალსასეირო სანახაობა. უელსელთა მწვრთნელმა 14 მორაგბე შეცვალა და ისინი ისე გაისარჯენ, გეგონებოდათ, ერთად არასოდეს არ ეთამაშათ. საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოპ-ნაკრებთან თავის პირველ გამარჯვებასთან. შეხვედრის უკანასკნელი 15 წუთი ისინი გამუდმებით უტევდნენ და კინაღამ დააღამეს მეტოქის ხაზთან.
მათთვის ეს დიდებული იყო, თუმცა ისტორიული გამარჯვება ვერ დააფიქსირეს. მიუხედავად წაგებისა, სტადიონზე სულ უფრო
ქართველებმა იგრძნეს თავიანთი შანსი კარდიფში. მსაჯის საფინალო სასტვენისას 55 ათასმა გულშემატკივარმა შვებით ამოისუნთქა - უელსი გადარჩა.
ქართველთა შერკინება სადისტურად ექცეოდა მოწინააღმდეგეს. ლეონ ბრაუნს განსაკუთრებული პრობლემა ქონდა მიხაილ ნარიაშვილთან.
სტადიონზე მათი მრავალრიცხოვანი ფანები სკანდირებდნენ:"ლელო, ლელო". მსაჯის რეინალის საფინალო სასტვენმა დაანგრია მათი ოცნება, მაგრამ ისინი დაბრუნდებიან".
აღნიშნულმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების მორაგბეთა თამაში ასე შეაფასა
მათიაშვილი 6, კოშაძე 6, კაჭარავა 6.5, შარიქაძე 7, მოდებაძე 6, ხმალაზე 5 (ჯინჭველაშვილი, 46), ლობჟანიძე 7 (ბეგაძე, 56), ნარიაშვილი 8 (ასეიშვილი, 66), ბრეგვაძე 6 (მამუკაშვილი, 67), ჩილაჩავა 7.5, (ბეკოშვილი, 63), მიქაუტაძე 7 (ჩხაიძე, 66), ნემსაძე 7, ლომიძე 6.5, კოლელიშვილი 7.5 (თხილაიშვილი, 63), ბიწაძე 6