მილტონ ჰეიგი: ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია

AutoSharing Option
ნამატჩევს პირველივე კითხვა რაც ჰეიგს ჟურნალისტებმა დაუსვეს ბოლო წუთებზე მასპინძლების ეგრედ წოდენულ ცრუ შერკინებას ეხებოდა, რაზეც ჰეიგმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა ეს შედეგი გულდასაწყვეტია. სულ რამდენიმე ქულა დაგვაკლდა, მაგრამ რაც არის, არის. ახლა ისღა დაგვრჩენია მომხდარს სწორი შეფასება მივცეთ. რაც შეეხება ბოლო წუთების მოვლენებს, არ ვაპირებთ, რომ ამას მსვლელობა მივცეთ. არ ვაკნინებ მას, ვინც ასე მოიქცეოდა, თუმცა ჩვენ ამას ვაპირებთ“.

მანამდე იგივე კითხვით პრესკონფერენციაზე უელსელების თავკაცს უორენ გეთლენდს მიმართეს, რომელსაც ბორჯღალოსნებთან 13:6 მოგების შემდეგ მედიასთან თავის მართლება მოუწია, რადგან მას
ჟურნალისტებმა შერკინებაში წესებით მანიპულირებაზე კითხეს:


„ჩვენც უხერხულად ვიგრძენით თავი. ლიონ ბრაუნი ტაქტიკური მოსაზრებით შევცვალეთ, თუმცა ვიცოდით, რომ მას პრობლემები ქონდა. ყვითელი ბარათის შემდეგ, მისი დაბრუნება ექიმმა აგვიკრძალა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია“.

მატჩის საერთო სურათის შეფასება კი ასეთი იყო:


„თავი ძალიან კარგად დავიცავით და შეტევაშიც კარგები ვიყავით, შერკინებაში ჩვენი დომინირება სიახლე არავისთვისაა, ბოლო წუთებში შეგვეძლო შედეგისთვის მიგვეღწია. შარშან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი თამაშის ხარისხი აშკარად გამოსწორებულია. ეს იყო მაღალი ტემპის შეხვედრა და ჩვენ ამ ტემპს ალღო სწრაფად ავუღეთ, რითიც კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტი ასეთი დონის შეხვედრა გვექნება, ჩვენი შედეგები მით უფრო გაუმჯობესდება“.

ახალ ზელანდიელ სპეციალისტს კითხეს, საკმარისი იქნება თუ ბორჯღალოსანთა ეს თამაშის ექვსი ერის ხელმძღვანელობისთვის საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად:

„თუ მოგვეცემა უკეთესი თამაშები, ჩვენც უკეთეს რაგბს ვითამაშებთ. ეს შემდგომი ფურცელია და წესით ასეც უნდა გაგრძელდეს“ - იყო ჰეიგის პასუხი, რომელმაც ქართველი გულშემატკივრის მოლოდინებზეც ისაუბრა:

„ჩვენ ჩვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს და რაც მთავარია ქომაგებს, მთელს ქვეყანას ვაჩვენეთ, რომ ასეთ ტემპში თამაში შეგვიძლია. ეს მათ ჩვენით სიამაყის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. მერწმუნეთ, ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია. შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ბიჭებმა სული და გული ჩადეს ამ თამაშში და გაიღეს ყველაფერი, რათა სამშობლოში მათით იამაყონ“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 46 /
უელსი არის კვახი, ჩვენ ველით იაპონიაში და გზაში პამპერსი ჩაიცვან. ისე რაგბის ბოსებმა ჯობს წესებში ცვლილებები შეიტანონ.
rugby
19 ნოემბერი 2017 10:52
0
უელსი არის კვახი, ჩვენ ველით იაპონიაში და გზაში პამპერსი ჩაიცვან. ისე რაგბის ბოსებმა ჯობს წესებში ცვლილებები შეიტანონ.
rugby
19 ნოემბერი 2017 10:52
0
უელსის უძლიერესი ნაკრების მწვრთნელი რომ იტყვის:საქართველოსთან თავი კარგად დავიცავითო, ამაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება რა უნდა იყოს ქართველი რაგბის გულშემატკივრებისთვის!!!!
goga
19 ნოემბერი 2017 10:30
0
ეგ ჰეიგმა თქვა
123
19 ნოემბერი 2017 11:00
0
გამოდის, რომ შეგვიძლია ვიფიქოთ მსოფლიო ჩემპიონატზე უელსთან მოგებაზე. თუ ასეა, რა გვიშლის ხელს, რომ ასევე ვიფიქროთ ავსტრალიასთან მოგებაზეც?! გამოდის, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაზეც კი შეგვიძლია ვიფიქროთ!!!
N
19 ნოემბერი 2017 10:11
3
ჯანსაღი ამბიციის გარეშე ვერც ვერაფერს მიაღწევ! და ჩვენი ბიჭების პროგრესის ფონზე რატომაც არა რო...
მიროსან
19 ნოემბერი 2017 19:30
0
მეც ასე ვფიქრობ. ჩვენმა შერკინებამ ისე როგორც უელსს დამართეს უნდა სიქა გააცალოს მოწინაგმდეგეს. შემდეგ კი უკანა ხაზმა უნდა ივარგოს და შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
gio
19 ნოემბერი 2017 13:58
0
ყველა გამოხმაურება
მაგრათ ითამაშეს ჩვენებმა. განსაკუთრებული მადლობის ღირსია მილტონ ჰეიგი. ბრავო! აი უელსს უნდა სრცხვენოდეს. რაც მაგათ ბოლოს იკადრეს,მაგას წაგება ერჩივნათ. ყოველთვის პატივს ვცემდი უელსის ნაკრებს და ეხლა მე მრცხვენია მაგათ გამო. ორშაბათს ნახეთ რას გადაუვლის ბრიტანული პრესა მაგ არასპოტული საქციელის გამო. კიდევ ერთხელ ბრავო!
გიორგი 61
19 ნოემბერი 2017 09:53
0
ალბათ მართლა იქნებ ჯობდა თამაშის გაშლა ბოლო შერკინებებში, მაგრამ „მელიტონ ბიძიას“ უნდა ვენდოთ. თუ უცხოელებისათვის სიცოცხლეში შეიძლება ქუჩაზე სახელის დარქმევა (რომლის მაგალითი გვაქვს), იქნებ ხეიგსაც ვცეთ ეს პატივი.რაც შეეხება ბიჭებს - ყოჩაღღღღღღღღღღღღღ! მთელ თამაშად ღირდა 2 მომენტი ბოლო წუთებზე: 1.გუნდმა აცვენა რომ მცირე სხვაობით წაგებისთვის არ ჩავიდნენ და ჯარიმები არ დაარტყეს. 2. არ დამავიწყდება უელსელი მწვრთნელების სასოწარკვეთილი სახეები
თბილისელი
19 ნოემბერი 2017 09:49
0
ეს ობოლაძე მოაშორეთ რაგბს და თუ უნდა ლგბტ ფეხბურთელებზე იბჟუტუროს რამდენიც უნდა.
საქართველო-კანადის მატჩის დროს ნიაზ მამრიკაშვილს ძალიან კარგ ასისტირებას უკეთებდა, სახელი არ ვიცი,სამწუხაროდ, ის ბიჭი, ყველა მომენტებს ხსნიდა გასაგებად.
ხალხო, გაითვალისწინეთ, რომ რაგბს უკვე მთელი ოჯახებით უყურებენ და წესები ყველამ არ იცის. ამიტომ კვალიფიციური კომენტატორებია საჭირო.
ასეა ეეს!
19 ნოემბერი 2017 09:37
0
გეთანხმები!
ლევანი
19 ნოემბერი 2017 10:29
0
shen megobaro axali dawyebuli gaqvs rogorc chans ragbis yureba. 5 wlis winandel ragbs tu gadaxedav, mxolod chidaoba mashin unda genaxa, am tamashs rac sheexeba, xshirad chavatamashet kargad xelshi da didi sxvaobaa warsultan
asea es
19 ნოემბერი 2017 09:17
0
მილტონის სიტყვებზე ცრემლები მომადგა. ლომები ხართ ბიჭებო.
მადლობა თქვენ თავდადებისთვის.
კარგი გუნდი გვყავს.
19 ნოემბერი 2017 09:07
0
მართალია რაგაცეები დასახვეწი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაზე უკეტ მილტონმა იცის. ხოლო ის რაც ბოლო 12 წული ხდებოდა მიანიშნებს იმაზე რო ხშირად თამაშს მაინც ვიმსახურებთ, თუ 6 ერს არა. დარწმუნებული ვარ 6 ერში რომ მიგვიღონ 2 სეზონის შემდეგ მაGალი მიზნისთვისაც ვიბრძოლებთ
beqa
19 ნოემბერი 2017 09:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული