მილტონ ჰეიგი: ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია

AutoSharing Option
ნამატჩევს პირველივე კითხვა რაც ჰეიგს ჟურნალისტებმა დაუსვეს ბოლო წუთებზე მასპინძლების ეგრედ წოდენულ ცრუ შერკინებას ეხებოდა, რაზეც ჰეიგმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა ეს შედეგი გულდასაწყვეტია. სულ რამდენიმე ქულა დაგვაკლდა, მაგრამ რაც არის, არის. ახლა ისღა დაგვრჩენია მომხდარს სწორი შეფასება მივცეთ. რაც შეეხება ბოლო წუთების მოვლენებს, არ ვაპირებთ, რომ ამას მსვლელობა მივცეთ. არ ვაკნინებ მას, ვინც ასე მოიქცეოდა, თუმცა ჩვენ ამას ვაპირებთ“.

მანამდე იგივე კითხვით პრესკონფერენციაზე უელსელების თავკაცს უორენ გეთლენდს მიმართეს, რომელსაც ბორჯღალოსნებთან 13:6 მოგების შემდეგ მედიასთან თავის მართლება მოუწია, რადგან მას
ჟურნალისტებმა შერკინებაში წესებით მანიპულირებაზე კითხეს:


„ჩვენც უხერხულად ვიგრძენით თავი. ლიონ ბრაუნი ტაქტიკური მოსაზრებით შევცვალეთ, თუმცა ვიცოდით, რომ მას პრობლემები ქონდა. ყვითელი ბარათის შემდეგ, მისი დაბრუნება ექიმმა აგვიკრძალა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია“.

მატჩის საერთო სურათის შეფასება კი ასეთი იყო:


„თავი ძალიან კარგად დავიცავით და შეტევაშიც კარგები ვიყავით, შერკინებაში ჩვენი დომინირება სიახლე არავისთვისაა, ბოლო წუთებში შეგვეძლო შედეგისთვის მიგვეღწია. შარშან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი თამაშის ხარისხი აშკარად გამოსწორებულია. ეს იყო მაღალი ტემპის შეხვედრა და ჩვენ ამ ტემპს ალღო სწრაფად ავუღეთ, რითიც კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტი ასეთი დონის შეხვედრა გვექნება, ჩვენი შედეგები მით უფრო გაუმჯობესდება“.

ახალ ზელანდიელ სპეციალისტს კითხეს, საკმარისი იქნება თუ ბორჯღალოსანთა ეს თამაშის ექვსი ერის ხელმძღვანელობისთვის საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად:

„თუ მოგვეცემა უკეთესი თამაშები, ჩვენც უკეთეს რაგბს ვითამაშებთ. ეს შემდგომი ფურცელია და წესით ასეც უნდა გაგრძელდეს“ - იყო ჰეიგის პასუხი, რომელმაც ქართველი გულშემატკივრის მოლოდინებზეც ისაუბრა:

„ჩვენ ჩვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს და რაც მთავარია ქომაგებს, მთელს ქვეყანას ვაჩვენეთ, რომ ასეთ ტემპში თამაში შეგვიძლია. ეს მათ ჩვენით სიამაყის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. მერწმუნეთ, ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია. შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ბიჭებმა სული და გული ჩადეს ამ თამაშში და გაიღეს ყველაფერი, რათა სამშობლოში მათით იამაყონ“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 46 /
სიმართლე ისაა რომ ხელით თამაშში სუსტები ვართ,ამიტომაც ბოლომდე ძალისმიერი შეტევით გვინდოდა ლელოს დადება.განსხვავება ტოპ გუნდებსა და ჩვენ შორის სწორედ იმაშია რომ ჩვენ ვჭიდაობთ და ისინი თამაშობენ.სანამ კომბინაციურ ხელით თამაშს არ ვისწავლით 6 ერში არაფერი გვესაქმება.
ასეა ეს
19 ნოემბერი 2017 02:21
17
გეთანხმები რომ ხელით თამაშში სუსტები ვართ, მაგრამ ყველა გუნდი ინდივიდუალურია და შესაბამისად ყველას თავისი კოზირი აქვს რითიც აღწევს შედეგს, ასე რომ ექვს ერში რა გვესაქმებაო ეგრე ნუ იტყვი
dato
19 ნოემბერი 2017 09:32
0
კი არ ვჭიდაობდით შერკინებებს ვიგებდით რაც რაგბის ერთერთი კომპონენტია და ვინც რაშია ძლიერი იმას იყენებს
nnn
19 ნოემბერი 2017 10:44
0
ყველა გამოხმაურება
მართალია რაგაცეები დასახვეწი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაზე უკეტ მილტონმა იცის. ხოლო ის რაც ბოლო 12 წული ხდებოდა მიანიშნებს იმაზე რო ხშირად თამაშს მაინც ვიმსახურებთ, თუ 6 ერს არა. დარწმუნებული ვარ 6 ერში რომ მიგვიღონ 2 სეზონის შემდეგ მაGალი მიზნისთვისაც ვიბრძოლებთ
beqa
19 ნოემბერი 2017 09:01
0
უაზრო კომენტარებს ნუ აკეტებთ,ბიჭები იყვნენ უზადოები.რაც მიწინააღმდეგის მესვეურებმა იკადრეს, ნამდვილად ცამარცხვინოა.რაც შეეხებაბ ჰეიგს-ეს არის ჰეიგის გვარით დაბადებული ჭეშმარიტი კართველი.გთხოვთ რაგბის მესვეურებს-არ გაუშვათ ეს კეთილი იკაცი საკართველოდან ,რამეთუ ,ვიცი ,რომ მას ჭეშმარიტად უყვარს საკართველო
ნინი
20 ნოემბერი 2017 10:46
1
ასეა ეს-ს
არ გესაქმება და დაეტიე სახლში. ვისაც გვესაქმება, ისინი გაგვატარე
Irakliy
19 ნოემბერი 2017 07:32
0
გამოდის, რომ შეგვიძლია ვიფიქოთ მსოფლიო ჩემპიონატზე უელსთან მოგებაზე. თუ ასეა, რა გვიშლის ხელს, რომ ასევე ვიფიქროთ ავსტრალიასთან მოგებაზეც?! გამოდის, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაზეც კი შეგვიძლია ვიფიქროთ!!!
N
19 ნოემბერი 2017 10:11
3
მეც ასე ვფიქრობ. ჩვენმა შერკინებამ ისე როგორც უელსს დამართეს უნდა სიქა გააცალოს მოწინაგმდეგეს. შემდეგ კი უკანა ხაზმა უნდა ივარგოს და შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
gio
19 ნოემბერი 2017 13:58
0
1. დაგეგმვა არ მითქვამს. ვიფიქროთ–მეთქი, მოგიწოდეთ.
2. ჩვენც წინ ორი წელი გვაქვს გასაძლიერებლად!
N
19 ნოემბერი 2017 12:12
0
ყველა გამოხმაურება
მაინც დამწყდა გული შედეგზე. მოედნის ცენტრში რამდენჯერ დავაჯარიმეთ შოტლანდია შერკინებაში, მატჩის ბოლოს კი 2-ჯერ მათ ლელოს ხაზთან ვერ ვივარგეთ. ცოტა მეტი სისწრაფე რომ გვქონდეს, ნამდვილად თანაბარ დონეზე შევძლებთ მათთან თამაშს.
dato
19 ნოემბერი 2017 15:15
0
შოტლანდია კი არა ლაპლანდია:)
ზურა
20 ნოემბერი 2017 10:35
0
უელსს ვეთამაშებოდით და შოტლანდიელებს ვაჯარიმებდით?)))
Geno
19 ნოემბერი 2017 16:14
0
ყველა გამოხმაურება
მოაშორეთ ობოლაძე.ვერ ატყობთ,რომ რაგბის გაგებაში არ არის?რაგბის კი არა სპორტის.
888
20 ნოემბერი 2017 10:04
1
shen megobaro axali dawyebuli gaqvs rogorc chans ragbis yureba. 5 wlis winandel ragbs tu gadaxedav, mxolod chidaoba mashin unda genaxa, am tamashs rac sheexeba, xshirad chavatamashet kargad xelshi da didi sxvaobaa warsultan
asea es
19 ნოემბერი 2017 09:17
0
ყოჩაღ ბიჭებო,თქვენით ვამაყობთ.
*
20 ნოემბერი 2017 13:45
0
A-ს ფისი ქენი და ნანაში
tazo
20 ნოემბერი 2017 15:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული