BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

AutoSharing Option
ბრიტანულმა მედია-მაგნატმა BBC-მ უელსი-საქართველოს დაპირისპირებას (13:6) ვრცელი სტატია მიუძღვნა და რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში ჩატარებული შეხვედრა 13:6 დასრულდებოდა. საქართველოს ამ მატჩში "ოქროს შანსი" მიეცა და საკმაოდ კარგად სცადა კიდეც გამოყენება.

თუ რაგბში მთავარია შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიურად მოძრაობა, მაშინ საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომ ექვსი ერის წინაშე აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის მთვარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფეჰანი არ უჭერს მხარს უახლოეს მომავალში, ექვსი ერის გაფართოებას. მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ შანსი
მიეცეს, საქართველოს ნაკრებს ესეთ გუნდებთან შეხვედრის, რათა გააუმჯობესოს თამაში.

უელსის ნაკრებმა 14 ცვლილებას მიმართა ამ შეხვედრაში და ამ ორი გუნდის უფრო რეალურ დაპირისპირებას 2019, წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.

ეს მატჩი პასუხობს იმას, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას, ვიდრე მასზე დაბალი დონის ნაკრებებთან ჭიდილია.

სტადიონზე 55 000 ადამიანი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველთა თამაშმა რაგბის გულშემატკივრები დააინტერესა. "
მკითხველის კომენტარები / 87 /
ნიუ იორკი, სახლში ახლა შემოვედი... ფრენა ამ დილით, ბრიტანეთის დროით დილის 6 საათზე იყო...სანამ ლონდონში ჩავედით, სანამ 5 საათი მოცდამ მოგვიწია აეროპორტში და მერე ფრენა იყო... 7 საათი და 30 წუთი... თავში ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებდა, რა მოვუყვე ჩემ ქართველ ერს, რითი გავახარო ბიჭები ვისაც ასე ძალიან შეტკიოდა გული გუშინდელ უსამართლობაზე. ცოტათი გადახვევა - თამაშს ვუყურე განმეორებით უკვე ტელე იმედზე. გამაოგნა რაგბის ასეთმა უცოდინარობამ. საერთოდ ვერ გაიგეს რა მოხდა და რატომ შეიცვალა შერკინება დერეფანზე. საერთოდ ასეთი წესია რაგბიში (კომენტატორების გასაგონად) როდესაც მსაჯი ლაპარაკობს, ნებისმიერი ბრიტანელი, ფრანგი თუ იტალიელი კომენტატორი დუმს და უსმენს რეფერის გადაწყვეტილებას, მითუმეტეს სტადიონის დიქტორმა ცალკე გამოაცხადა რა მიზეზით იქნა შეცვლილი ეს გადაწყვეტილება. მითუმეტეს დალოცვილის შვილო აქ ზიხარ სტადიონზე და აქედან მიგყავს გადაცემა საქართველოში. სტადიონის დიქტორი კი აცხადებს: იმის გამო, რომ უელსელებს მორკინალები არა ყავთ ( რააა???) ჩვენ არ შეგვიძლია შევერკინოთ ქართველებს 7-ი 8-ზე. გამომდინარე აქედან, გთხოვთ მოაწოდოთ ბურთი დერეფნიდან.... გადავახვიოთ უფრო წინ. აეროპორტში გაზეთი ვიყიდე "ტაიმსი" განყოფილება სპორტი. მთელი 16 გვერდი რაგბზეა. მეორე გვერდზე ასე წერია - "უელსელების ტაქტიკა იმარჯვებს", დიდი სტატიაა და შუაში დიდი ფოტოა გამოსახული სათაურით "წნეხის ქვეშ: ოუენ ვოტკინი დაგდებულია გიორგი ნემსაძისა და მერაბ შარიქაძეს მიერ." ერთი შეგახედათ ამ სურათისთვის. გაურკვევლობაში და ტკივილის ქვეშ მყოპი ვოტკინი და მშვიდი, მტაცებელი ვეფხვის თვალებით შეპყრობილი შარიქაძე. (გენაცვალე შენ ჯიგარში). კარგი ბატონო აბა დავიწყოთ, რას წერს სემ პეტერსი, პრინციპალიტის (ქართულად თავადურს ნიშნავს) სტადიონიდან - რამოდენიმე თვის წინ როდესაც ფრანგებს ვეთამაშებოდით და თამაშს ვიგებდით, ბოლო წუთებზე, ხრიკულმა, არასამართლიანმა შეცვლებმა ფრანგების მიერ იქამდე მიგვიყვანა, რომ თამაში წავაგეთ. შერკინებაში, რომ ვათრიეთ, რაბაჰ სლიმანიმ უსამართლოდ შეცვალა ვითომ და თავგატეხილი უინი ანტონიო. შერკინება მოაღონიერა და მოგვიგეს ბოლო წამებზე. ამან ძალიან გაგვაღიზიანა. ეს იყო სრული უსამართლობა. დღეს, რაც ჩვენ ჩავიდინეთ ესეც დიდი უსამართლობა იყო. თავები, რომ კიტრებათ მოგვქონდა და გვეგონა ქართველებს ფორას მივცემდით და ისე მოვუგებდით, კინაღამ წავაგეთ. ის ხრიკები რაც ჩვენ ჩავიდინეთ უპატიებელია. გვეგონა გამოვძვრებოდით და ვერავინ შეამჩნევდა? მატჩი დამთავრდა მწვავე და კრიტიკული შეფასებების ფონზე. ეს კიდევ რა, ახლა მსოფლიო რაგბი თუ გადაგვეკიდა მერე ნახეთ თქვენ. აუცილებლად იქნება ამ საქმის გამოძიება მათ მიერ. და ღირდა ეს ყველაფერი ამის ფასად? გადმოვახვიოთ უკან, რა მოხდა პატივცემულო მკითხველო იცით? რა და იმ არაკაცმა უელსელბის მწვრთნელმა (არ არის ღირსი, რომ მისი სახელი დავასახელო) დაინახა რა, რომ ქართველები შერკინაბაში უკვე ლელოს დაუდებდნენ და ვინაიდან და რადგანაც ტომას ფრანცისი გაუსინბინეს და 7 კაცი 8 კაცს ვერ შეერკინებოდა, მას უნდა გამოეყვანა სხვა მორკინალი. ამ დროს ნიკი სმიტი და ლეონ ბრაუნი საერთოდ უსაფუძვლოდ გაყავს, ამ დროს ორი მორკინალი სარბენ ბილიკებზე დარბის პირდაპირ ჩემს ცხვირწინ, ამ დროს მათ რაღაც ემართებათ, ამ დროს ექიმი ამბობს ბიჭები ცუდათ არიან, ( როგორ? ახლა არ დარბოდით აქ ბიჭოო? გაწელვებს მე ვაკეთებდი, თუ ორივეს ერთად მოგივიდათ?)ამ დროს ეს უნამუსო ეძახის მსაჯს, ამ დროს რაღაცას ეუბნება, ამ დროს მოდის მსაჯი ჩვენთან, ამ იცვლება გადაწყვეტილება და ამ დროს ვაგებთ. გადავახვიოთ წინ. ვნახოთ რას წერენ შემდეგ აბზაცში - გატლანდმა იფიქრა, სანამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგება მიგემია, მირჩევნია დროზე რაიმე მოვიგონო და მოიგონა კიდეც. იმის მაგივრად, რომ ჩვენ დაგვეღალა ქართველები და მერე მოგვეხრჩო, ყველაფერი პირიქით მოხდა. აქეთ აგვადინეს ბდღვირი და ჩვენი ნეკნების ჭახა-ჭუხი მთელ სტადიონს ესმოდა (აი აქ მიყვარს ბრიტანელები, არასოდეს იტყუებიან და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ). რა არ მოგვეწონა ქართველებისგან? თანაბრად, რომ გვეთამაშნენ თუ მთელი მეორე ტაიმი, რომ გვათრიეს? მარტო ნარიაშვილი რად ღირს? ან ჩილაჩავა და მეომარი და უტეხი კოლელიშვილი? ხოლო ფულბეკი იოსებ მათიაშვილი დამსახურებულად ყველა ქვეყნების დონის მოთამაშეა. ქართულმა სპექტაკლმა დაგვანახა, რომ ეს ნაკრები არანაირ ზიანს არ მოუტანს ექვსი ერის გათამაშებას. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ თამაშში, ქართველებს უნდა შევხედოთ როგორც თანასწორ ძალას. უელსმა უნდა თქვას, როს ეს არის პირველი დონის გუნდი. (დამაჟრიალა თქვენ გენაცვალეთ ლომკაცებო). გადმოვახვიოთ უკან - დადუმებული მილენიუმი, 2 000 ქართველის ყიჟინა, გაოგნებული უელსელების თვალები, - შე-გი-ძლი-ათ!შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! - გაჰყვიროდნენ ქართველები -შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! - ისწავლეს უელსელებმა ქართულად და ახლა ისინიც დაემატნენ ჩვენებს. კარგი ხალხი, სამართლიანი, დალევის მოყვარულები, ნამდვილი ჯენტლმენები, ზრდილობიანები, ქართულ რაგბზე შეყვარებულები. ერთად დავლიეთ ლუდი მატჩის მერე პაპში. ბევრი დავლიეთ, სქოტებიც იქ იყვნენ, ვარდებიც, შოტლანდია - ზელანდიას ერთად ვუყურეთ. მაინც ვერ ვისვენებდი, ერთი უმსგავსო კაცის საქციელით, რომელმაც დაღი დაგვასვა იმ დღეს. არ გადამდიოდა ყელში არაფერი. ერთი წუთით-მეთქი დავიყვირე ისედაც ჩახრენწილი ხმით. სიტყვა მაქვს-მეთქი და გაჩუმდნენ... და დავიწყე - არავის მოფერება და თანაგრძნობა არ მინდა, მინდა თქვენგან მხოლოდ სიმართლის გაგონება... სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა, რაც არ უნდა მწარე იყოს თქვენი პასუხი - ამის მერე რაღაც 2-3 წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა - არის თუ არა საქართველოს ნაკრები მზად 6 ერისთვის??? -Definitely YES! (ერთმნიშვნელოვნად დიახ) - დაიყვირეს. აი სად დაიდო ქართული ლელო "პატივცემულო" უორენ გატლანდო. გაიგე რას იძახის შენი ხალხი? მიხვდი ახლა, რომ 13:6 არ მოგიგია? მიდი ახლა კიდევ რაიმე გამოიგონე, აბა შენ იცი იქნებ კიდევ გამოგივიდეს. უორენ! მსოფლიოზე ვხვდებით ჰო იცი? ორჯერ ყარაულს თოფი არასოდეს უვარდება...

P.S. დიდი მადლობა ადგილობრივ ქართველებს დიდი პატივისცემისთვის და ასეთი გულშემატკივრობისთვის.
TanoLife
20 ნოემბერი 2017 08:54
0
შენ გაიხარე!!!!
თუ საქართველოში ვარ, არ ვაცდენ თამაშებს, მეგობრებისთვისაც შევიძენ ხოლმე ბილეთებს და რაც მთავარია, ჩემი 6 წლის შვილი დამყავს სტადიონზე!!!
თუ ვაგებთ, ღირსეულად ვაგებთ!!!
მჯერა რომ ბობოლებსაც მოვა4ავებთ მინდორზე უახლოეს მომავალში!!!
თემო
20 ნოემბერი 2017 10:20
0
ლელო დაიდო, და თანაც რა ლელო. მაგ თამაშში დიდი გარდატეხა განხორციელდა.
რეზო
20 ნოემბერი 2017 12:15
0
ყველა გამოხმაურება
მქონდა ბედნიერება ამ თამაშზე დასწრების და ვფიქრობ რომ თამაშის მერე განვითარებული მოვლენები არანაკლებ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის რომ გაგიზიაროთ:
1. ასაკოვანი მოხუცი ჯოხით ხელში დლივს რომ დადის გვეუბნება რომ: ყველა თამაშზე არის ნამყოფი რაც მილენიუმ სტადიონზე ჩატარებულა და ასეთი სირცხვილი მას არ სულ რამდენჯერმე განუცდია. მისი აზრია რომ ჩვენ დაცვაში ძალიან კარგები ვართ მაგრამ თუ შეტევასაც გამოვასწორებთ უელს ძალიან გაუჭირდება აქ თამაში და საქართველოში შანსიც არ ექნებაო.
2. ახლა ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ ვხვდები როგორ მივქარე რომ ვიდეოზე არ ჩავიწერე რას გვეუბნებოდნენ გულშემატკივრები ქუჩაში: Supper Game, Well Done, Good Job, Pleasure to play with Georgia!
3. ახალგაზრდა უელსელებმა გვიმღერეს საქართველოს ჰიმნი! ეს საერთოდ ვერ მივხვდი რა იყო და არ ვიცი ტუ დამიჯერებთ...
4. უელსელმა გულშემატკივრებმა შემოგვთავაზეს რომ გაგვეცვალა საკონტაქტო მონაცემები (მიღებული წესი ყოფილა - შოტლანდიელებს ირლანდიელებს და უელსელებს შორის. ასე თანხებს ვზოგავთო და თითქმის ყველა თამაშზე მივდივართო.) რომ შევთანხმებულიყავით როცა ისინი ჩამოვიდოდნენ თბილისში ჩვენ გვემასპინძლა და პირიქით!

აზრზე ვერ მოვდივარ თურმე რა თამაშია რაგბი. ჩვენ მეგობრებო ახლა ვსწავლობთ რაგბს. ეს მარტო ბურთის გორება არაა - ესაა ომი მოედანზე და სიყვარული და პატივისცემა მის ფარგლებს გარეთ ტუნდაც სრულიად უცნობ ადამიანებს შორის.

ვისაც არ ჯერა ჩვენი გუნდის იმ ხალხისაც მესმის, იმიტომ რომ მიეჩვივნენ იმას რომ უვარგისი ნაკრებები გვყავს სხვა სახეობებში და ძალაუნებურად სხვის გუნდებს გულშემატკივრობთ. მაგრამ ძალიან ახლოს ვართ იმასთან რომ უდიდესი გარღვევა მოხდება ძალიან მალე! ყინული ლღვება, ტკაცა-ტკუცის ხმა ისმის ჩვენი 6 ან 7 ერში შესვლა გარდაუვალია! ჩემი არ გჯერათ ამათ მოუსმინეთ, კომენტარები წაიკითხეთ გულშემატკივრის

http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/scrum-farce-deeply-unsatisfactory-way-13921647#comments-section

http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/full-story-what-happened-chaotic-13921838#comments-section

http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/remarkable-rise-rugby-georgia-players-13910902
კოტე
20 ნოემბერი 2017 16:21
1
მადლობა ასეთი კომენტარისთვის! ურთიერთპატივისცემა ყველაფერში კარგია, რაგბში ხომ დაუწერელი კანონია!
Nodo
21 ნოემბერი 2017 01:17
0
გაიხარე კოტე ასეთი კარგი ინფორმაციისათვის. მადლობა. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. იმედია მომავალში უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება.
გიორგი
20 ნოემბერი 2017 21:34
0
ყველა გამოხმაურება
არ ვიცი რა ვთქვა. მე მეგონა ხალხი რაგბში ასე თუ ისე ერკვეოდა. რა გაეშალათ რა არ გაეშლათ. რო გაეშალათ მერე იტყოდით რაც ვიცოდით ის გვეთამაშაო. ანუ მაპატიეთ მარა ამ კატეგორიისთვის არ აქვს აზრი მსაჯი როგორ დაუსტვენდა. თამაში შედგა. ესაა მთავარი. მეორე ტაიმში ბურთის ფლობაში გვქონდა უპირატესობა. 20 ფაზა ისე გადავაბით ბურთი არ დაგვივარდა. აი ესაა პროგრესი. რომი ერთ დღეში არ აშენებულა. ანუ რა გინდათ ახლა რო ჩვენ სისწრაფეებზეც ასე რო ვთამაშობდეთ გავმხდარვართ ჩემპიონები და ეგაა. არის ხარვეზები მარა სწორად ვმჯშაობთ და ეს ხარვესები გამისწორდება. ექვსი ერის ღირსი არ ვართო. უნდა ჩავიდეთ და უელს უელსში მოვუგოთ და მაშინ გავხდებით ღირსი??? უელს უელსში შეიძლება 10 დან 8 ზელანდიამ მოუგოს. სხვასთან ყველასთან თანაბარი ექნებათ შანსი. რა უბედურებააა სულ ეს პესიმა და ბოღმა. მაპატუის ყველამ ცოტა გავცხარდი
Ukleba
20 ნოემბერი 2017 00:00
1
რაც არ იცით ხალხნო ჯობია არ იმსჯელოთ, რაგბი ონლაინ თამაშები და რულეტკა არაა ასე უცებ გაიგო და მერე იტვინიკოსო. გაშლას უელსი არ გვაცდიდა - მალე ამოქონდათ ხაზი და ჩაჭრაზე თამაშობდნენ; მიუხედავად ამისა უამრავი ხელით პასი გაკეთდა და ბურთზე შეყოლაში ლამის საუკეთესო თამაში აჩვენეს ჩვენებმა აქამდე რაც მინახავს იმათში. თამაში შედგა და შედგა დიდი სეირიც, აღმოსავლეთელებმა კარდიფი შეაზანზარეს - ამას შედეგი მოყვება. მოყვება კარგი შედეგი და იმაზე მალე ვიდრე გვეგონა.
Ukleba martalia
20 ნოემბერი 2017 10:03
0
ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს რატომ უნდა გვქონდეს სულ ბოღმა? ჰეიგი არის უძლიერესი მწვრთნელი და ნაკრებიც შესაბამისად თამაშობს . გუშინ ნამდვილი მაღალი კლასის გუნდი თამაშიბდა და იბრძოდა. გილოცავთ ყველას მთლიან საქართველოს ამ ღირსეულ თამაშს უელსი პირდაპირი მნიშვნელობით შერცხვა გუშინ თამაშის ბოლოს და ეს ჩვენი ბიჭების და სამწვრთნელო შტაბის სწორი მოქმედების გამო მოხდა
zuu
19 ნოემბერი 2017 14:26
1
ბიჭოოო 6 ერის დონეზე არ ვართ, მაგრამ რუმენთთან და რუსეთთან ვერ განვითარდები მარტო, იმიტომ ვითხოვ ექვს ერს ვაააააა, და გარწმუნებთ იტალიას ამ თამაშით გავხევდით შუაზეე!!!
გიორგი
19 ნოემბერი 2017 14:14
0
გეთანხმები ჩემო ძმაო! ჩვენ გვინდა განვითარება და განვვითარდებით მასეთი დონის გუნდებთან და არა რუსეთტან და ესპანეთთან, მადლობა ბიჭებს რომ ასე გააქვთ თავიანთი ქვეყნის სახელი, ფარგლებს გარეთ. მილტონა ყოფილა პიროვნება! ))
jiji
19 ნოემბერი 2017 14:45
0
იტალიას გავხევთ კიდეც გაისად. თუ არ ვცდები ჩვენების შეფასებაში, გუშინდელის გამოყოლილ ბრაზით ჩვენ მომავალ ნაკლებად ტიტულოვან მეტოქეებსაც არ აცდებათ დიდი ანგარიში, მათ შორის ამერიკას და რუმინეთს, ესენი ჩვენთვის მძიმე ესპანეთსაც გაუშვებენ ორბიტაზე. შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით გაზაფხულის მერე ძალიან მოუმატა ნაკრებმა.
ანდრი
19 ნოემბერი 2017 20:42
0
ყველა გამოხმაურება
ფეხბურთელებივით ფარჩაკი გუნდი კი არ გვყავს თავის მწვრთნელიან ფედერაციიანად. ჯიგრიანი და ბოლომდე მებრძოლი ბიჭები არიან. რაც მთავარია თაობათა ცვლაც უმტკივნეულოდ ხორციელდება ყოველგვარი ჩავარდნების გარეშე
zuu
19 ნოემბერი 2017 14:29
2
ფეხბურთი იქცა ფულის გათეთრების, გაყიდული თამაშების და კორუფციის ბუდედ....
ლევანი
20 ნოემბერი 2017 12:05
0
როგორ უდარებ?! ფეხბურთი ბევრად კონკურენტული და ფულიანი სპორტის სახეობაა, ანუ ფეხბურთში წარმატების მიღწევა ბევრად რთულია.
პოზიტივი
19 ნოემბერი 2017 14:46
27
ვინც ჯუჯღუნებს, რომ ექვსი ერისათვის მზად არ ვართ, იმათ ვეკითხები - მაშ რისთვის ვმონაწილეობთ მსოფლიო ჩემპიონატებზე, იქ ხომ ექვსი ერის გარდა მათზე ძლიერი შემადგენლობაც იყრის თავს?!.. ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ ურუგვაის ან რუმინეთს მოვუგოთ?!.. ეს ხომ ტესტებშიც შეგვიძლია?!.. თქვენის ლოღიკით, პატივცემულებო, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატებისთვისაც არ ვართ მზად და თუ თვენსავ ლოღიკას ბოლომდე მივყვებით, ალბათ, უმჯობესი იქნება, ჩვენი ადგილი სხვებს დავუთმოთ... მაგალითად, რუსებს... აბა, ავიტაცოთ....
მსქროლავი ტროლი
20 ნოემბერი 2017 11:38
0
6 ერისთვის მზად არ ვართ,ვაღიაროთ.2კაციც რო დაიტრამვოს მე2,ან მე3 ხაზელი,სათანადო შეცვლა არ გვყავს.ეიფორია ჯერ ადრეა.რაც გუშინ ვნახეთ კარგია და ვაფასებ მათ გარჯას,მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის,მაგრამ წელიწადში 2თამაში 1დონის გუნდებთან კარგი იქნებოდა და კიდევ,თუა შესაძლებელი ოკეანეთის გუნდებთან ერთად რამე საცდელი პროექტი თუნდაც 2წლით,შინ და გარეთ(ამერიკა,კანადა,იაპონია,სამოა,ტონგა და ფიჯი)ასე უფრო განვვითარდებით მე ვფიქრობ.ხელითაც თამაშობენ ეს გუნდები და სწრაფებიც არიან.ინტრიგაც იქნება და აი მერე თუნდაც 5წლის მერე უკვე მზად ვიქნებით 6 ერზე დასამატებლად. ესაა ჩემი მოკრძალებული წადილი...
jemali
19 ნოემბერი 2017 17:46
25
მეორე და მესამე ხაზელი ზუსტადაც რომ არ გვიჭირს, თუ სადმე გვიჭირს ცენტრები და გარემარბებია, არც 10 ნომერზე გვაქვს დიდი რეზერვი. აი შერკინებაში არცერთ პოზიციაზე არ გვაქვს პრობლემა საქართველოს ჩემპიონატს თუ უყურებ ნახავ რომ ძალიან დიდი რეზერვი გვაქვს.
gia
19 ნოემბერი 2017 21:22
1
aravitar shemtxvevashi, batono chemo. jer erti, unda vimoqmedot principit- moitxove meti, miige rac gsurs. da meore, chven xut weliwadshi igivw shedegis mingwevebi vart mand, rasac italua 17 wels mounda. rom sgevadarot exlandelu saqartveli da 2000 wlus italia, me 20-25 quluan foras mivcemdi chvenebs. asi da meti qulit ro ver mogvigebs veravin, arc magashi mepareba echvi. da bolos erti koziri am kamatshi kidev, romelsac ishviatad iyeneben ratomgac: chven ertaderti qveyana vart naturaluzebuli motamasheebis gareshe
zuka
19 ნოემბერი 2017 20:15
1
ყველა გამოხმაურება
არ მესმის, რას ნიშნავს, 6 ერისთვის მზად არ ვართო!
რატომ ვითომ?
შეგვიშვან, მოგვცენ შანსი!!!
ისე, ხომ ხედავთ, რომ ვერ ვვითარდებით?
მაგათთვისაც კარგი იქნება ახალი სისხლი!!
აბა, რა გინდათ? -ჩვენზე სუსტებთან ვითამაშოთ სულ და ისე დავარბიოთ ძლიერი გუნდები ტესტებში?

ერთი რამ ხომ ნათელია, რომ სწრაფად მივიწევთ წინ?

მე რომ ახალი ზელანდიისა ვიყო, ევროპელების შემყურე, ქართულ რაგბის დავუდგებოდი გვერდში!
კახა
20 ნოემბერი 2017 09:21
0
მსოფლიო რაგბმა ექვსი ერის ალტერნატივაზე უნდა იზრუნოს - საქართველო, არგენტინა, ოკეანიის ქვეყნები, იაპონია. ტერიტორიულად შორს არიან, მაგრამ წელიწადში 6-6 თამაში რომ გამოვიდეს, ძალიან კარგი იქნება.
მერაბი
19 ნოემბერი 2017 12:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული