"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში ჩატარებული შეხვედრა 13:6 დასრულდებოდა. საქართველოს ამ მატჩში "ოქროს შანსი" მიეცა და საკმაოდ კარგად სცადა კიდეც გამოყენება.
თუ რაგბში მთავარია შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიურად მოძრაობა, მაშინ საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომ ექვსი ერის წინაშე აღმოჩნდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის მთვარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფეჰანი არ უჭერს მხარს უახლოეს მომავალში, ექვსი ერის გაფართოებას. მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ შანსი
უელსის ნაკრებმა 14 ცვლილებას მიმართა ამ შეხვედრაში და ამ ორი გუნდის უფრო რეალურ დაპირისპირებას 2019, წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.
ეს მატჩი პასუხობს იმას, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას, ვიდრე მასზე დაბალი დონის ნაკრებებთან ჭიდილია.
სტადიონზე 55 000 ადამიანი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველთა თამაშმა რაგბის გულშემატკივრები დააინტერესა. "
P.S. დიდი მადლობა ადგილობრივ ქართველებს დიდი პატივისცემისთვის და ასეთი გულშემატკივრობისთვის.
1. ასაკოვანი მოხუცი ჯოხით ხელში დლივს რომ დადის გვეუბნება რომ: ყველა თამაშზე არის ნამყოფი რაც მილენიუმ სტადიონზე ჩატარებულა და ასეთი სირცხვილი მას არ სულ რამდენჯერმე განუცდია. მისი აზრია რომ ჩვენ დაცვაში ძალიან კარგები ვართ მაგრამ თუ შეტევასაც გამოვასწორებთ უელს ძალიან გაუჭირდება აქ თამაში და საქართველოში შანსიც არ ექნებაო.
2. ახლა ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ ვხვდები როგორ მივქარე რომ ვიდეოზე არ ჩავიწერე რას გვეუბნებოდნენ გულშემატკივრები ქუჩაში: Supper Game, Well Done, Good Job, Pleasure to play with Georgia!
3. ახალგაზრდა უელსელებმა გვიმღერეს საქართველოს ჰიმნი! ეს საერთოდ ვერ მივხვდი რა იყო და არ ვიცი ტუ დამიჯერებთ...
4. უელსელმა გულშემატკივრებმა შემოგვთავაზეს რომ გაგვეცვალა საკონტაქტო მონაცემები (მიღებული წესი ყოფილა - შოტლანდიელებს ირლანდიელებს და უელსელებს შორის. ასე თანხებს ვზოგავთო და თითქმის ყველა თამაშზე მივდივართო.) რომ შევთანხმებულიყავით როცა ისინი ჩამოვიდოდნენ თბილისში ჩვენ გვემასპინძლა და პირიქით!
აზრზე ვერ მოვდივარ თურმე რა თამაშია რაგბი. ჩვენ მეგობრებო ახლა ვსწავლობთ რაგბს. ეს მარტო ბურთის გორება არაა - ესაა ომი მოედანზე და სიყვარული და პატივისცემა მის ფარგლებს გარეთ ტუნდაც სრულიად უცნობ ადამიანებს შორის.
ვისაც არ ჯერა ჩვენი გუნდის იმ ხალხისაც მესმის, იმიტომ რომ მიეჩვივნენ იმას რომ უვარგისი ნაკრებები გვყავს სხვა სახეობებში და ძალაუნებურად სხვის გუნდებს გულშემატკივრობთ. მაგრამ ძალიან ახლოს ვართ იმასთან რომ უდიდესი გარღვევა მოხდება ძალიან მალე! ყინული ლღვება, ტკაცა-ტკუცის ხმა ისმის ჩვენი 6 ან 7 ერში შესვლა გარდაუვალია! ჩემი არ გჯერათ ამათ მოუსმინეთ, კომენტარები წაიკითხეთ გულშემატკივრის
http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/scrum-farce-deeply-unsatisfactory-way-13921647#comments-section
http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/full-story-what-happened-chaotic-13921838#comments-section
http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/remarkable-rise-rugby-georgia-players-13910902