BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

AutoSharing Option
ბრიტანულმა მედია-მაგნატმა BBC-მ უელსი-საქართველოს დაპირისპირებას (13:6) ვრცელი სტატია მიუძღვნა და რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში ჩატარებული შეხვედრა 13:6 დასრულდებოდა. საქართველოს ამ მატჩში "ოქროს შანსი" მიეცა და საკმაოდ კარგად სცადა კიდეც გამოყენება.

თუ რაგბში მთავარია შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიურად მოძრაობა, მაშინ საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომ ექვსი ერის წინაშე აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის მთვარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფეჰანი არ უჭერს მხარს უახლოეს მომავალში, ექვსი ერის გაფართოებას. მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ შანსი
მიეცეს, საქართველოს ნაკრებს ესეთ გუნდებთან შეხვედრის, რათა გააუმჯობესოს თამაში.

უელსის ნაკრებმა 14 ცვლილებას მიმართა ამ შეხვედრაში და ამ ორი გუნდის უფრო რეალურ დაპირისპირებას 2019, წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.

ეს მატჩი პასუხობს იმას, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას, ვიდრე მასზე დაბალი დონის ნაკრებებთან ჭიდილია.

სტადიონზე 55 000 ადამიანი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველთა თამაშმა რაგბის გულშემატკივრები დააინტერესა. "
მკითხველის კომენტარები / 87 /
ნიუ იორკი, სახლში ახლა შემოვედი... ფრენა ამ დილით, ბრიტანეთის დროით დილის 6 საათზე იყო...სანამ ლონდონში ჩავედით, სანამ 5 საათი მოცდამ მოგვიწია აეროპორტში და მერე ფრენა იყო... 7 საათი და 30 წუთი... თავში ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებდა, რა მოვუყვე ჩემ ქართველ ერს, რითი გავახარო ბიჭები ვისაც ასე ძალიან შეტკიოდა გული გუშინდელ უსამართლობაზე. ცოტათი გადახვევა - თამაშს ვუყურე განმეორებით უკვე ტელე იმედზე. გამაოგნა რაგბის ასეთმა უცოდინარობამ. საერთოდ ვერ გაიგეს რა მოხდა და რატომ შეიცვალა შერკინება დერეფანზე. საერთოდ ასეთი წესია რაგბიში (კომენტატორების გასაგონად) როდესაც მსაჯი ლაპარაკობს, ნებისმიერი ბრიტანელი, ფრანგი თუ იტალიელი კომენტატორი დუმს და უსმენს რეფერის გადაწყვეტილებას, მითუმეტეს სტადიონის დიქტორმა ცალკე გამოაცხადა რა მიზეზით იქნა შეცვლილი ეს გადაწყვეტილება. მითუმეტეს დალოცვილის შვილო აქ ზიხარ სტადიონზე და აქედან მიგყავს გადაცემა საქართველოში. სტადიონის დიქტორი კი აცხადებს: იმის გამო, რომ უელსელებს მორკინალები არა ყავთ ( რააა???) ჩვენ არ შეგვიძლია შევერკინოთ ქართველებს 7-ი 8-ზე. გამომდინარე აქედან, გთხოვთ მოაწოდოთ ბურთი დერეფნიდან.... გადავახვიოთ უფრო წინ. აეროპორტში გაზეთი ვიყიდე "ტაიმსი" განყოფილება სპორტი. მთელი 16 გვერდი რაგბზეა. მეორე გვერდზე ასე წერია - "უელსელების ტაქტიკა იმარჯვებს", დიდი სტატიაა და შუაში დიდი ფოტოა გამოსახული სათაურით "წნეხის ქვეშ: ოუენ ვოტკინი დაგდებულია გიორგი ნემსაძისა და მერაბ შარიქაძეს მიერ." ერთი შეგახედათ ამ სურათისთვის. გაურკვევლობაში და ტკივილის ქვეშ მყოპი ვოტკინი და მშვიდი, მტაცებელი ვეფხვის თვალებით შეპყრობილი შარიქაძე. (გენაცვალე შენ ჯიგარში). კარგი ბატონო აბა დავიწყოთ, რას წერს სემ პეტერსი, პრინციპალიტის (ქართულად თავადურს ნიშნავს) სტადიონიდან - რამოდენიმე თვის წინ როდესაც ფრანგებს ვეთამაშებოდით და თამაშს ვიგებდით, ბოლო წუთებზე, ხრიკულმა, არასამართლიანმა შეცვლებმა ფრანგების მიერ იქამდე მიგვიყვანა, რომ თამაში წავაგეთ. შერკინებაში, რომ ვათრიეთ, რაბაჰ სლიმანიმ უსამართლოდ შეცვალა ვითომ და თავგატეხილი უინი ანტონიო. შერკინება მოაღონიერა და მოგვიგეს ბოლო წამებზე. ამან ძალიან გაგვაღიზიანა. ეს იყო სრული უსამართლობა. დღეს, რაც ჩვენ ჩავიდინეთ ესეც დიდი უსამართლობა იყო. თავები, რომ კიტრებათ მოგვქონდა და გვეგონა ქართველებს ფორას მივცემდით და ისე მოვუგებდით, კინაღამ წავაგეთ. ის ხრიკები რაც ჩვენ ჩავიდინეთ უპატიებელია. გვეგონა გამოვძვრებოდით და ვერავინ შეამჩნევდა? მატჩი დამთავრდა მწვავე და კრიტიკული შეფასებების ფონზე. ეს კიდევ რა, ახლა მსოფლიო რაგბი თუ გადაგვეკიდა მერე ნახეთ თქვენ. აუცილებლად იქნება ამ საქმის გამოძიება მათ მიერ. და ღირდა ეს ყველაფერი ამის ფასად? გადმოვახვიოთ უკან, რა მოხდა პატივცემულო მკითხველო იცით? რა და იმ არაკაცმა უელსელბის მწვრთნელმა (არ არის ღირსი, რომ მისი სახელი დავასახელო) დაინახა რა, რომ ქართველები შერკინაბაში უკვე ლელოს დაუდებდნენ და ვინაიდან და რადგანაც ტომას ფრანცისი გაუსინბინეს და 7 კაცი 8 კაცს ვერ შეერკინებოდა, მას უნდა გამოეყვანა სხვა მორკინალი. ამ დროს ნიკი სმიტი და ლეონ ბრაუნი საერთოდ უსაფუძვლოდ გაყავს, ამ დროს ორი მორკინალი სარბენ ბილიკებზე დარბის პირდაპირ ჩემს ცხვირწინ, ამ დროს მათ რაღაც ემართებათ, ამ დროს ექიმი ამბობს ბიჭები ცუდათ არიან, ( როგორ? ახლა არ დარბოდით აქ ბიჭოო? გაწელვებს მე ვაკეთებდი, თუ ორივეს ერთად მოგივიდათ?)ამ დროს ეს უნამუსო ეძახის მსაჯს, ამ დროს რაღაცას ეუბნება, ამ დროს მოდის მსაჯი ჩვენთან, ამ იცვლება გადაწყვეტილება და ამ დროს ვაგებთ. გადავახვიოთ წინ. ვნახოთ რას წერენ შემდეგ აბზაცში - გატლანდმა იფიქრა, სანამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგება მიგემია, მირჩევნია დროზე რაიმე მოვიგონო და მოიგონა კიდეც. იმის მაგივრად, რომ ჩვენ დაგვეღალა ქართველები და მერე მოგვეხრჩო, ყველაფერი პირიქით მოხდა. აქეთ აგვადინეს ბდღვირი და ჩვენი ნეკნების ჭახა-ჭუხი მთელ სტადიონს ესმოდა (აი აქ მიყვარს ბრიტანელები, არასოდეს იტყუებიან და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ). რა არ მოგვეწონა ქართველებისგან? თანაბრად, რომ გვეთამაშნენ თუ მთელი მეორე ტაიმი, რომ გვათრიეს? მარტო ნარიაშვილი რად ღირს? ან ჩილაჩავა და მეომარი და უტეხი კოლელიშვილი? ხოლო ფულბეკი იოსებ მათიაშვილი დამსახურებულად ყველა ქვეყნების დონის მოთამაშეა. ქართულმა სპექტაკლმა დაგვანახა, რომ ეს ნაკრები არანაირ ზიანს არ მოუტანს ექვსი ერის გათამაშებას. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ თამაშში, ქართველებს უნდა შევხედოთ როგორც თანასწორ ძალას. უელსმა უნდა თქვას, როს ეს არის პირველი დონის გუნდი. (დამაჟრიალა თქვენ გენაცვალეთ ლომკაცებო). გადმოვახვიოთ უკან - დადუმებული მილენიუმი, 2 000 ქართველის ყიჟინა, გაოგნებული უელსელების თვალები, - შე-გი-ძლი-ათ!შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! - გაჰყვიროდნენ ქართველები -შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! - ისწავლეს უელსელებმა ქართულად და ახლა ისინიც დაემატნენ ჩვენებს. კარგი ხალხი, სამართლიანი, დალევის მოყვარულები, ნამდვილი ჯენტლმენები, ზრდილობიანები, ქართულ რაგბზე შეყვარებულები. ერთად დავლიეთ ლუდი მატჩის მერე პაპში. ბევრი დავლიეთ, სქოტებიც იქ იყვნენ, ვარდებიც, შოტლანდია - ზელანდიას ერთად ვუყურეთ. მაინც ვერ ვისვენებდი, ერთი უმსგავსო კაცის საქციელით, რომელმაც დაღი დაგვასვა იმ დღეს. არ გადამდიოდა ყელში არაფერი. ერთი წუთით-მეთქი დავიყვირე ისედაც ჩახრენწილი ხმით. სიტყვა მაქვს-მეთქი და გაჩუმდნენ... და დავიწყე - არავის მოფერება და თანაგრძნობა არ მინდა, მინდა თქვენგან მხოლოდ სიმართლის გაგონება... სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა, რაც არ უნდა მწარე იყოს თქვენი პასუხი - ამის მერე რაღაც 2-3 წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა - არის თუ არა საქართველოს ნაკრები მზად 6 ერისთვის??? -Definitely YES! (ერთმნიშვნელოვნად დიახ) - დაიყვირეს. აი სად დაიდო ქართული ლელო "პატივცემულო" უორენ გატლანდო. გაიგე რას იძახის შენი ხალხი? მიხვდი ახლა, რომ 13:6 არ მოგიგია? მიდი ახლა კიდევ რაიმე გამოიგონე, აბა შენ იცი იქნებ კიდევ გამოგივიდეს. უორენ! მსოფლიოზე ვხვდებით ჰო იცი? ორჯერ ყარაულს თოფი არასოდეს უვარდება...

P.S. დიდი მადლობა ადგილობრივ ქართველებს დიდი პატივისცემისთვის და ასეთი გულშემატკივრობისთვის.
TanoLife
08:54 20-11-2017
0
მქონდა ბედნიერება ამ თამაშზე დასწრების და ვფიქრობ რომ თამაშის მერე განვითარებული მოვლენები არანაკლებ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის რომ გაგიზიაროთ:
1. ასაკოვანი მოხუცი ჯოხით ხელში დლივს რომ დადის გვეუბნება რომ: ყველა თამაშზე არის ნამყოფი რაც მილენიუმ სტადიონზე ჩატარებულა და ასეთი სირცხვილი მას არ სულ რამდენჯერმე განუცდია. მისი აზრია რომ ჩვენ დაცვაში ძალიან კარგები ვართ მაგრამ თუ შეტევასაც გამოვასწორებთ უელს ძალიან გაუჭირდება აქ თამაში და საქართველოში შანსიც არ ექნებაო.
2. ახლა ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ ვხვდები როგორ მივქარე რომ ვიდეოზე არ ჩავიწერე რას გვეუბნებოდნენ გულშემატკივრები ქუჩაში: Supper Game, Well Done, Good Job, Pleasure to play with Georgia!
3. ახალგაზრდა უელსელებმა გვიმღერეს საქართველოს ჰიმნი! ეს საერთოდ ვერ მივხვდი რა იყო და არ ვიცი ტუ დამიჯერებთ...
4. უელსელმა გულშემატკივრებმა შემოგვთავაზეს რომ გაგვეცვალა საკონტაქტო მონაცემები (მიღებული წესი ყოფილა - შოტლანდიელებს ირლანდიელებს და უელსელებს შორის. ასე თანხებს ვზოგავთო და თითქმის ყველა თამაშზე მივდივართო.) რომ შევთანხმებულიყავით როცა ისინი ჩამოვიდოდნენ თბილისში ჩვენ გვემასპინძლა და პირიქით!

აზრზე ვერ მოვდივარ თურმე რა თამაშია რაგბი. ჩვენ მეგობრებო ახლა ვსწავლობთ რაგბს. ეს მარტო ბურთის გორება არაა - ესაა ომი მოედანზე და სიყვარული და პატივისცემა მის ფარგლებს გარეთ ტუნდაც სრულიად უცნობ ადამიანებს შორის.

ვისაც არ ჯერა ჩვენი გუნდის იმ ხალხისაც მესმის, იმიტომ რომ მიეჩვივნენ იმას რომ უვარგისი ნაკრებები გვყავს სხვა სახეობებში და ძალაუნებურად სხვის გუნდებს გულშემატკივრობთ. მაგრამ ძალიან ახლოს ვართ იმასთან რომ უდიდესი გარღვევა მოხდება ძალიან მალე! ყინული ლღვება, ტკაცა-ტკუცის ხმა ისმის ჩვენი 6 ან 7 ერში შესვლა გარდაუვალია! ჩემი არ გჯერათ ამათ მოუსმინეთ, კომენტარები წაიკითხეთ გულშემატკივრის

http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/scrum-farce-deeply-unsatisfactory-way-13921647#comments-section

http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/full-story-what-happened-chaotic-13921838#comments-section

http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/remarkable-rise-rugby-georgia-players-13910902
კოტე
16:21 20-11-2017
1

სიახლეები პოპულარული