საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]

AutoSharing Option
25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.

კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.

მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).

32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 63 /
Nakrebs "marili" aklia da, vfiqrob,am "marils" axali mcvrtneli moayris bichebs. Ragbis tamashia sachiro da Ara mama papuri xridolis,chidaobis
Oto
25 ნოემბერი 2017 20:10
20
აბა სად ხართ ჰეიგის გამღმერთებლები ველოდები თქვენს კომენტარებს ჩემი მხრიდან კიდე ერთხველ ვაფიქსირებ მადლიერებას და ვუსურვებ წარმატებას სხვა პოსტზე დროა ახალი კვალიფიციური მწვრთნელი ისე კიარა რომ ვიღაცას მივახტეთ დავუდოთ ჩვენი მორაგბეების შესაძლებლობები დავუსახოთ მიზანი მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლა და ასეთ პირობებს თუ დათანხმდება და წარმოგვიდგენს პროგრამას გავუფორმოთ კონტრაქტი P.Sჩემი აზრით პრობლემატურ პოზიციებზე ნატურალიზების გარეშე ჯგუფიდან გასვლა ძალიან რთული მისიაა.
კახა
25 ნოემბერი 2017 20:10
28
კახა,რატომ იმას აღარ ფიქრობ,რომ უკეთესის ძებნაში ძალიან კარგი შეიძლება დავკარგოთ?ჰეიგის ხელში ნაკრები აშკარად პროგრესირებს,პროგრესის ტემპი საკმაოდ მაღალია და არა მგონია მასზე უფრო სწრაფად ეს სხვამ მოახერხოს.ის ხომ ძირფესვიანად იცნობს ქართული რაგბის ყველა ნიუანსს და შიდა ჩემპიონატს.ამ თამშშიც ჰეიგმა უკანა ხაზი გადაახალისა,გამოსცადა ძირითადში ახალგაზრდა ბიჭები,არ იყო კაჭარავაც,ვასკაც თავიდანვე დაიმტვრა,ბეგაძე და ხმალაძეც ტრავმირებულები იყვნენ და ჩვენი რეზერვის სიღრმის პატრონებს რა თქმა უნდა გაუჭირდათ,მით უმეტეს რომ უელსთან მატჩის შემდგომი ფიზიკური და უფრო მეტად ემოციური გადღლილობაც საგრძნობი იყო.ამერიკა დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია,ჩვენზე შეუდარებლად მეტი მატერიალური და ადამიანური რესურსებით,თან ზრდის ტემპითაც არ ჩამოგვრჩება,ასე რომ მათთან ძნელ, მაგრამ მაინც გამარჯვებას,წყალს ნუ გადავასხავთ.დავუფასოთ წარმატება ბიჭებსაც და მწვრთნელსაც.ხაზში სისწრაფე რომ გვაკლია და მოლში რომ გვაჯობეს,მაგაზე კი ჩვენზე უკეთ სწორედ ჰეიგმა იცის და იმუშავებს კიდეც ნაკლის გამოსწორებაზე.
სოსო
26 ნოემბერი 2017 10:40
0
ამ კომენტარზე კალათბურთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი გამახსენდა - მასაც ასევე აკრიტიკებდნენ ბოლოს ,,ყოვლისმცოდნენი,, თავისი თავი ამოწურაო და წავიდა ტიპი და ევროპა მოაგებინა სლოვენიას.ყველამ თავისი საქმე რო აკეთოთ და თამაშზე გულწრფელად რო ვუბალეშიკოთ ბიჭებს, - ვერა?
რომა
26 ნოემბერი 2017 00:56
0
ყველა გამოხმაურება
ტრანსლაცია უვარგისი იმედის მუშაკები გასაყრელებია!კადრები ჩერდებოდა ყოველ წამს
Euroрe
25 ნოემბერი 2017 20:06
0
სად ჩერდებოდა კადრები?
ჩემთან დასავლეთ საქართველოში არ ჩერდებოდა. ესეიგი თქვენი სატელევიზიო სერვისის ბრალია.
იმედი არაფერშუაშია.
25 ნოემბერი 2017 21:10
2
საიდან ამდენი არაპროფესიონალიზმი? ჯარიმა არის როდესაც თამაშის წესი ირღვევა და მოწინააღმდეგე ურტყავს კარის მიმართულებით და 3 ქულით ფასდება. რაც შეეხება ლელოს დადების შემდეგ განვითარებულ პროცეს მაგას გარდასახვა ეწოდება და 2 ქულას უდრის ავტორ. თუ არ იცი რაგბის ელემენტარული ტერმინები რატომ წერ საერთოთ სტატიას?
Mefe333
25 ნოემბერი 2017 20:06
0
აშკარად დაგვეტყო დაღლილობა. გაგვიმართლა ბოლოსაც და მანამდეც. დისციპლინის პრობლემაა თუმცა ამასაც მალე მოევლება...
ნაბიჯ-ნაბიჯ ექვსი ერისკენ ლომებო :*
ვაი
25 ნოემბერი 2017 20:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული