12 წლის შემდეგ - "ბორჯღალოსნები" ქუთაისში ითამაშებენ

AutoSharing Option
12-წლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისში სანაკრებო მატჩი ბრუნდება. "ბორჯღალოსნები" 2018 წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, "აია არენაზე" გამართავენ. ტრადიციულად, მილტონ ჰეიგის შეგირდები წელიწადს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, რომლის ფარგლებში ხუთ თამაშს გამართავენ - სამს შინ და ორს სტუმრად.

პირველი მეტოქე ბელგიაა და შეხვედრა 10 თებერვალს, 15 საათზე, "აია არენაზე" დაიწყება. ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში "ბორჯღალოსნები" ქუთაისში მესამედ ითამაშებენ.

პირველი შეხვედრა 1989 წელს (12 სექტემბერს) გაიმართა. დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა. 16-წლიანი პაუზის
შემდეგ, 2005 წლის 12 ივნისს "ბორჯღალოსნებმა" მაშინდელი ერთა თასის ეგიდით ქუთაისში ჩეხეთი მიიღეს, მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს.

რაგბის კავშირს ქუთაისში სანაკრებო მატჩის გამართვის სურვილი არაერთხელ ჰქონდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდები იქ ჩასვლას უარობდნენ. მას შემდეგ, რაც "აია არენა" გაიხსნა და შარშან მან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფის (ახალი ზელანდია, შოტლანდია, იტალია, ირლანდია) ექვს შეხვედრას უმასპინძლა, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ეროვნული ნაკრები ეწვევა.

"ბორჯღალოსნებს" ბელგიის ნაკრებთან აქამდე სამჯერ უთამაშიათ (ერთხელ შინ, ორჯერ სტუმრად) და სამი გამარჯვება აქვთ. სარეკორდო სხვაობა 2014 წელს "ავჭალაზე" დაფიქსირდა - 35:0.

ესპანეთთან მესხზე

"ბორჯღალოსნები" ქუთაისიდან გერმანიაში გაემგზავრებიან და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მასპინძლებს 17 თებერვალს, საქართველოს დროით 17:30 საათზე ეთამაშებიან.

10 მარტს საქართველო რუსეთს გასვლაზე ეთამაშება. ბოლო წლების განმავლობაში "ბორჯღალოსნები" რუსეთს ტრადიციულად სოჭში ეთამაშებოდნენ, თუმცა ამჯერად მატჩის ჩატარების ადგილი ჯერ ოფიციალურად არაა ცნობილი.

ქართველი მორაგბეები, რუსეთამდე ერთი კვირით ადრე, 3 მარტს ესპანეთის ნაკრებს "მიხეილ მესხის" სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

"ანთიმოზ ივერიელის" თასისთვის დინამოზე

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში "ბორჯღალოსნები" ტრადიციულ მეტოქეს - რუმინელ "მუხებს" "დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან.

პრინციპული მატჩი, რომელშიც "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა და საქართველო-რუმინეთს შორის საზიარო "ანთიმოზ ივერიელის თასის" დასაბრუნებლად იბრძოლებენ, 18 მარტს გაიმართება.

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

10 თებერვალი. 15:00

ქუთაისი. "აია არენა"

საქართველო - ბელგია

17 თებერვალი

გერმანია - საქართველო (გასვლა)

3 მარტი

მესხის სტადიონი

საქართველო - ესპანეთი

10 მარტი

რუსეთი - საქართველო (გასვლა)

18 მარტი

დინამო არენა

საქართველო - რუმინეთი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბათუმი საზღვაო კურორტია და ამ ბოლო დროს ბევრი ახალი შენობა აშენდა სადაც საქართველის სხვადასხვა ტერიტორიიდან მოქალაქეებმა შეიძინეს ბინები და დაირეგისტრირეს,თუმცა იქ სამუდამო საცხოვრებელი არ აქვთ და ჩადიან სეზონზე, შესაბამისად მოიმატა ფიქტიურმა რაოდენობამ, ფაქტიურად კი იმაზე ნაკლები ცხოვრობს ვიდრე რეგისტრირებულია
o.k.
01:04 09-01-2018
0
ბათუმი, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, ე. ი. სახელმწიფოებრივი წარმონაქნის დედაქალაქი და მის ჩაყენება ქალაქების რიგში უხერხული იქნებოდა.
გაიოზ გოშაძე
17:18 08-01-2018
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული