პიშო მსოფლიო რაგბის პროცესს, როგორც "ტეტრისის" თამაშს აღწერს და 6 ერში საქართველოს დამატებაზე საუბრობს.
აგურები, რომლებიც უკვე ადგილზეა, რაგბის ტრადიციული ღირებულებებია. გარდა ამისა, არსებობს სხვა აგურებიც, რომლებიც დაბლა ეშვება დიდი სისწრაფით. მათ შორისაა ისეთი საკითხები, როგორიცაა მოთამაშეების კეთილდღეობის დაცვა და კომერციული შემოსავლების გაზრდა.
მსოფლიო რაგბის მოვალეობაა, ჩასვას ერთმანეთში ეს ხშირად შეუთავსებელი აგურები. არგენტინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხვდა, რომ ზოგიერთი რამის შეცვლა უბრალოდ არ სურთ. გასულ წელს, როცა მან მხარი დაუჭირა
"რაგბი იზრდება, თუმცა რისკები დიდია. ბოლოს, როცა მე მხარი დავუჭირე საქართველოს ნაკრების 6 ერში მიღებას, ამისთვის კინაღამ მომკლეს".
პიშოს კვლავ სურს, რომ ცვლილებები დანერგოს, მაგრამ აღიარებს, რომ საქართველოს 6 ერში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა, რადგან ტურნირი ფინანსურად საკმაოდ მომგებიანია.
"ცვლილებებს ვერ ვხედავ. 6 ერი არ შეიცვლება, რადგან ეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს".
გარდა ამისა, არგენტინელ ფუნქციონერს ფინანსური მოდელის შეცვლა სურს, სადაც ამჟამად ქვეყნის კავშირებს საშინაო მატჩებიდან 100-პროცენტიანი შემოსავალი აქვთ.
"შევეცდებით თუ არა ამის შეცვლას? დიახ, მაგრამ დავმარცხდებით. ეს გამოწვევაა. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ამ ფორმატს მხარს უჭერს. ეს კარგად მესმის, მაგრამ მსურს, რომ ფორმატი უკეთესი იყოს ყველასთვის", - თქვა პიშომ.