აგუსტინ პიშო: როცა 6 ერში საქართველოს მიღებას მხარი დავუჭირე, კინაღამ მომკლეს

AutoSharing Option
ინგლისურმა Telegraph-მა "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტის, არგენტინელი აგუსტინ პიშოს კომენტარი გამოაქვეყნა.

პიშო მსოფლიო რაგბის პროცესს, როგორც "ტეტრისის" თამაშს აღწერს და 6 ერში საქართველოს დამატებაზე საუბრობს.

აგურები, რომლებიც უკვე ადგილზეა, რაგბის ტრადიციული ღირებულებებია. გარდა ამისა, არსებობს სხვა აგურებიც, რომლებიც დაბლა ეშვება დიდი სისწრაფით. მათ შორისაა ისეთი საკითხები, როგორიცაა მოთამაშეების კეთილდღეობის დაცვა და კომერციული შემოსავლების გაზრდა.

მსოფლიო რაგბის მოვალეობაა, ჩასვას ერთმანეთში ეს ხშირად შეუთავსებელი აგურები. არგენტინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხვდა, რომ ზოგიერთი რამის შეცვლა უბრალოდ არ სურთ. გასულ წელს, როცა მან მხარი დაუჭირა
იაპონიისა და საქართველოს 6 ერში გაწევრიანებას, ის "ლამის მოკლეს", მაგრამ ვინ გააკეთა ეს, არ ამბობს.

"რაგბი იზრდება, თუმცა რისკები დიდია. ბოლოს, როცა მე მხარი დავუჭირე საქართველოს ნაკრების 6 ერში მიღებას, ამისთვის კინაღამ მომკლეს".

პიშოს კვლავ სურს, რომ ცვლილებები დანერგოს, მაგრამ აღიარებს, რომ საქართველოს 6 ერში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა, რადგან ტურნირი ფინანსურად საკმაოდ მომგებიანია.

"ცვლილებებს ვერ ვხედავ. 6 ერი არ შეიცვლება, რადგან ეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს".

გარდა ამისა, არგენტინელ ფუნქციონერს ფინანსური მოდელის შეცვლა სურს, სადაც ამჟამად ქვეყნის კავშირებს საშინაო მატჩებიდან 100-პროცენტიანი შემოსავალი აქვთ.

"შევეცდებით თუ არა ამის შეცვლას? დიახ, მაგრამ დავმარცხდებით. ეს გამოწვევაა. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ამ ფორმატს მხარს უჭერს. ეს კარგად მესმის, მაგრამ მსურს, რომ ფორმატი უკეთესი იყოს ყველასთვის", - თქვა პიშომ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
6 ერის თამაშები არ არის მხოლოდ კომერციაზე ორიენტირებული, რეიტინგზე ახდენს გავლენას და შესაბამისად მიზეზი რომ არამომგებიანი იქნება არის აბსურდი! პირიქით ეს უფრო დიდ მოგებას მოუტანს ფინანსურად ამ ტურნირს, მაგრამ ამაში ბრიტანული ქედმაღლობა და გარკვეული შიშიც არის, რომ ფეხბურთში როგორც მოხდა სანაკრებო დონეზე იგივე არ დაემართოთ დროთა განმავლობაში. ისე მგონია, რომ არასდროს მიგვიღებენ და ჯობს ალტერნატიული ტურნირი მოიფიქრონ და დარწმუნებიტ შემიძლია ვთქვა რომ არაფრით ნაკლები არ იქნება არც სანახაობრივი და არც კომერციული თვალსაზრისით.
ზაზა
31 იანვარი 2018 13:47
0
უბრალოდ ერთი რამეა გაუგებარი, რომ დაუჩემებიათ 6-ერი კომერციული ტურნირიაო, კომერციული ინტერესებითო, ტურნირის ორგანიზატორებს ააქვთ გაკეთებული საპროგნოზო ფინანსური გათვლები და უეჭველი იციან რომ საქართველოს დამატებით ტურნირი ფინასურად იზარალებს??!! იქნებ პირიქით ამ პროექტისთვის ფინანსურადაც მეტი სარგებლის მოტანა შეგვიძლია. ფინანსების ძირითადი წილი ხომ რეკლამებზე და ტრანსლაციებზე მოდის და არა მხოლოდ სტადიონის ბილეთების გაყიდვებზე. დადონ რეალური დაანგარიშება რომ საქართველოს ჩართვა გამოიწვევს პროექტის ფინანსურ ზარალს, მაშინ შევეშვებით და მოვძებნით სხვა გზას. უბრალოდ, აპრიორი რომ უარყოფით შედეგებს აანონსებენ და უბრალოდ თავიდან გვიშორებენ ეს არის საშინლად ნერვებზე მომშლელი...
levani
30 იანვარი 2018 17:29
3
მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, სამწუხაროდ ჩენს ნაკრებს ექვს ერში არასდროს მიიღებენ, ამიტომ ჯობია საქართველოს რაგბის კავშირმა მოლაპარაკებები აწარმოოს რეიტინგის ათეულის მიღმა გუნდებთან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 5 ერის ტურნირის ორგანიზებისთვის (საქართველო, რუმინეთი, იაპონია, აშშ, კანადა) ჩემი აზრით ამ ქვეყნებიდან არც ერთი იქნება წინააღმდეგი, მით უფრო რომ იაპონიას სამხრეთ ნახევარსფეროს 4 ერში არ იღებენ. ამ ტურნირის გამარჯვებული შეხვდეს სამხრეთ ნახევარსფეროს ათეულს მიღმა მყოფი ქვეყვების ტურნირში გამარჯვებულს (ფიჯი, ტონგა, სამოა). 6 ერს ვერ აჯობებს მაგრამ იმ ტურნირს სადაც ახლა ვართ და სადაც აუცილებლად რეგრესი გვემუქრება, ათი თავით აჯობებს.
ევროპის ერთა თასის ტურნირს სასწრაფოდ თავი უნდა დავაღწიოთ ნებისმიერი გზით
imereli
30 იანვარი 2018 16:18
9
გეთანხმები ძმა, მარა ფინანსები...ფინანსებიიი....ეგ ყველაფერი ფინანსებზე დადის თორე გაიკეთონ მაგათი 6 ერი, აქეთ შეგვეხვეწინ მერე იქნება....
მიროსან
03 თებერვალი 2018 07:41
0
ჩაერთოს მსოფლიო რაგბის კავშირი მოლაპარაკებებში და გაკეთდეს ჩვენნაირი, განვითარებაში მყოფი ნაკრებების ტურნირი ასე მაგ : 2წელში ერთხელ, აირჩეს ერთი კონკრეტული ლოკაცია სურვილის მიხედვით, მოგების გადანაწილების გეგმა დაიდოს და მეტ-ნაკლებათ თანაბარი გუნდები მონაწილოებდნენ საქართველო,რუმინეთი, იაპონია, სამოა,ტონგა, ფიჯი, კანადა ა.შ.შ და შეიძლება დამატება. ასე უფრო ხიბლი ექნება, ბობოლებსაც და მათ გულშემატკივარსაც სპორტული ინტერესი მიეცემათ გაფართოებისთვის, ფინანსურათაც უნდა გაამართლოს.
True detective
30 იანვარი 2018 16:11
1
Saqartvelo....japonia..amerika..rumineti...kanada..ruseti.axali turniristvis mshvenieri nakrebebia.
Gio
30 იანვარი 2018 15:07
6
რუსეთი ამ სასტავში არ ჯდება. მაშინ რატომ ესპანეთი ან ურუგვაი არა?! ზუსტად ერთი დონის გუნდებია ეს სამი.
თემო
30 იანვარი 2018 17:17
2
6 ერი დღეს გვჭირდება თორე 20 წლის მერე აღარც 6 ერი დაგვჭირდება, არც ნატო და ევროკავშირი. ტ....ში ითხ...ონ.
დუდა
30 იანვარი 2018 13:27
1
20 წლის მერე გალაქტიკაში გავალთ და იქ მოვძებნით პარტნიორებს ხომ.DDDDDDDDD
mnmn
30 იანვარი 2018 14:27
1
ეგ იციან და მაგიტომაც გვიკიდებენ. რუსიც და ევროპელიც მაშინ გაიგნორებს შენ რომ გჭირდება ის, და მერე ელოდება მომენტს ზემოდან რომ დაგხედოს.ამიტომ ჩვენით უნდა მოვიფიქროთ რამე ახალი.
ანდრი
30 იანვარი 2018 13:58
1
კერძო კომერციული ტურნირის შედეგები რატო უნდა აისახოს რეიტინგზე?
Musenbezi
30 იანვარი 2018 13:15
0
ისევ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ტურნირის შექმნაზე სხვა მზარდებთან ერთად. სხვის იმედზე მტერი იყოს.3
ანდრი
30 იანვარი 2018 12:48
0
sadme migvigon rameshi aravis rogor ar vundivart bliad:(((((
!!!!!
30 იანვარი 2018 12:05
3
აბა ჯაგრისების მომპარავები და გაუბედურებული ერი ვის რატუნდა
aleko
11 თებერვალი 2018 11:37
0

სიახლეები პოპულარული