"ბორჯღალოსნებმა" ბელგიისთვის მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
ბორჯღალოსნებმა 2018 წლის პირველი მატჩისთვის მზადება ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე, არასრული შემადგენლობით დაიწყეს.

გუნდს ხვალიდან შეუერთდებიან ტოპ 14-ის ლიდერის, "მონპელიეს" ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე.

ნაკრების 28 კაციანი შემადგენლობა პირველი ორი კვირისთვის ხვალ გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო ბელგიას 10 თებერვალს, 14 საათზე ქუთაისის "რაგბი არენაზე" უმასპინძლებს.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული