7 ლელო! - "ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრები გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში "აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.

მე-9 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, შეხვედრაში პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ დადო, ბექა წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

მე-15 წუთზე შალვა მამუკაშვილმაც შეძლო ლელოს დადება, წიკლაური კი გარდასახვის დროს კვლავ ზუსტი იყო და ანგარიში 14:0 გახდა.

25-ე წუთზე ლელოთი თავი ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინა, წიკლაური გარდასახვა და ბელგიას ანგარიში 21:0
გაუხადეთ. მატჩის მიწურულ კი თავად წიკლაურმა შეძლო ლელოს დადება და გარდასახა კიდეც. საბოლოოდ საქართველომ პირველი ტაიმი 28:0 მოიგო.

55-ე წუთზე გიორგი ფრუიძემ დადო ლელო. სამწუხაროდ წიკლაურმა ბურთი ვერ გარდასახა. 67-ე წუთზე უპირატესბა 38 ქულამდე სანდრო თოდუამ გაზარდა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით ანგარიში 40:0 გახადა.

77-ე წუთზე სადებიუტო ლელო ნაკრებში ანზორ სიჭინავამ დადო. წიკლაურმა კი ამეჯრადაც ზუსტად შეასრულა გარდასახვა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს ჩვენი დროით 17:30 საათზე გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღთ ბიჭებო, გაიხარეთ, ძალიან მომეწონა რომ ანგარიშის მიუხედავად ბოლო წამებამდე იბრძოდით. ამას ჰქვია თავდადება და პროფესიონალიზმი.
gizog
16:20 10-02-2018
0
შედეგი დამაჯერებელი. სტარტი უკეთესი. აი რაგბი ტვს ტრანსლაციის ხარისხი ვერ ქაჩავს, თავის არხზე ინტერნეტში დააგვიანეს ჩართვა
ანდრი
15:51 10-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული