"ბორჯღალოსნებმა" გერმანია 64:0 გაანადგურეს

AutoSharing Option
ქალაქ ოფენბახში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანია დაამარცხა 64:0.

პირველ ტაიმში ლელო გიორგი კვესელაძემ, სანდრო თოდუამ და ლევან ჩილაჩავამ დადეს, ხოლო ბექა წიკლაურმა სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა გუნდმა ვეღარ შეძლო ჩვენი გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, შედეგად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 7 ლელო დადო (ანტონ ფეიქრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, კვესელაძემ - 2, ოთარ გიორგაძემ, ზურაბ ჟვანიამ, ლაშა ხმალაძემ), წიკლაურმა კი 7-დან 6 გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა 64:0 დასრულდა.


შემდეგ შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 3 მარტს თბილისში ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი ვარჯიში გამოვიდა კაია ბიჭების ხასიათზე მოსაყვანად ისე გერმანია და სათვალავში არ მიიღება. ჩვენებს მეტი სილაღე ჭირდებათ თამაშში.გისურვებთ ყველა 0 ზე მოვიგოთ იქნება მერე მაინც გვეშველოს რამე
0
Kalatburtis javri iyares...
Obieqturi
23:54 17-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული