მილტონ ჰეიგი: პროგრესისთვის გვესაჭიროება მეტი ფინანსური მხარდაჭერა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

- ბუნებრივია, ესპანეთმა ბოლო მატჩში გამარჯვებით თავისი ძალა დაამტკიცა. ხვალ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და რას წარმოვადგენთ.

ის მომენტი, რომ ეს გუნდი ერთა ლიგაში არის ყველაზე ძლიერი, დამტკიცდა რუმინეთთან და რუსეთთან თამაშით.

- ესპანეთმა დაამარცხა რუმინეთი და რუსეთი. ესპანეთის პროგრესით რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ?
- ესპანეთში რამდენჯერაც ვითამაშეთ, ყველაზე რთული იყო. თუ გახსოვთ, პირველ თამაშშიც ესპანეთთან დავმარცხდით. ჩვენს ინტერესში არის, რომ უფრო ძლიერ გუნდებთან ვითამაშოთ და შესაბამისად,
ესპანეთის პროგრესი ჩვენთვის კარგია.

- განაცხადში ვერ მოხვდა მერაბ კვირიკაშვილი. რაიმე ტრავმა აქვს თუ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა?
- მეკოს რაც შეეხება, მას ჰქონდა მცირე პრობლემები, მას სჭირდებოდა რეაბილიტაცია და ბოლო ორი თამაშისთვის ის ჩვენს გუნდში მოიაზრება.

- რას გვეტყვით ამ ტურნირზე რაგბი ევროპის თასზე, რა მნიშვნელობა აქვს აქ ასპარეზობას?
- რაგბი ევროპის ჩემპიონატი არის ტურნირი, რომელიც ტრადიციულია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი ნაკრები ამ ტურნირის წყალობით ხშირად იკრიბება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტურნირისთვის გავიზარდეთ და გვჭირდება სხვა ასპარეზი. ხვალ ესპანეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ყველას უნდა დავანახოთ, თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს.

- რამდენად ოპტიმალური შემადგენლობით ვართ ხვალინდელი მატჩისთვის და ეს არის თუ არა ოპტიმალური მსოფლიო ჩემპიონატისთვის?
- რთული ამაზე პასუხის გაცემა, გვაკლია მოთამაშეები და არის რაღაც ტრავმები. ეს არის ამჟამად ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონამდე 18 თვეა და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად გავინაღდეთ მოხვედრა, გუნდი ემზადება შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სანაკრებო შტაბში დავიმატეთ ორი პროფესიონალი სრულ განაკვეთზე და ნაკრები არის დაკომპლექტებული იმ სპეციალისტებით, ვინც აუცილებლად გვჭირდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნაკრების პროგრესისთვის გვესაჭიროება მეტი ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენს ნაკრებს ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა ჩვენ იმ სიმაღლეზე ავედით, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 3 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რომელ ტ2 გუნდებს ვუგებდით მელიტონამდე? რუმენთს ვუგებდით ხოლმე, ისიც ხანდახან... არ ვამბობ მელიტონმა აგვაშენათქო, მარა იმის თქმა რო არაფერი შეგვმატა, სულ მინიმუმ უმადურობაა
elguja
02 მარტი 2018 14:30
0
თან დიდი უმადურობა!
შალვა
02 მარტი 2018 17:28
0
შენს გარეშე ჩვენ აქამდედაც ვიგებდით შერკინებით ევროპის თასს და ასევე ტრ2 დონის გუნდებს! იმისთვის არ ჩამოხვედი აქ რომ ხაზის მოთამაშეები დაგეხვეწა?! რას აკეთებენ დღეს განსხვავებულს რასაც ადრე არ აკეთებდნენ..გარდა ინდივიდუალური თამაშისა?!
svan
02 მარტი 2018 13:34
54
რაგბი რა სპორტია იცი საერთოდ? იმედია სხვა სპორტი არ გგონია. წარმატებები ნაკრებს და იმედი მაქვს ბოლომდე დაიხარჯებიან და დაანახებენ მსოფლიოს რომ ჩვენ 6 ერის ჩემპიონატი გვჭირდება. ღმერთი ჩვენსკენ
roma
02 მარტი 2018 16:19
1
მთელი მსოფლიო ხედავს ჩვენი ნაკრების პროგრესს და შენ ვერ დაინახე? იქნებ შენს ახლობელს არ იძახებს ნაკრებში და ნაწყენი ხარ?
eldari
02 მარტი 2018 15:18
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული